“ვიგოდნიკობა” სამართლის სფეროში

იმისი იმედი ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ნაწერში ადამიანები თავიანთ თავს ამოიცნობენ.  სხვა შემთხვევების მსგავსად, აქაც ჩვეულებრივი ვითარებაა - ასეთი ადამიანები საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა და ყველაზე დიდ შეცდომას მაშინ უშვებენ, როცა ივიწყებენ,რომ  at the end of the day გარშემომყოფთა უმეტესობა ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ხვდება, ნაწილი კი უფრო მეტი ძალისხმევით ცდილობს … Continue reading “ვიგოდნიკობა” სამართლის სფეროში

ნინო ხარატიშვილი – “ჩემი საყვარელი ორეული”

    თითოეული ადამიანი  საკუთარ, ხშირად სიტყვით გამოუთქმელ,სევდას  ატარებს, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში  ებრძვის, ზოგჯერ გააზრებულად, მაგრამ  უფრო ხშირად გაუაზრებლად. ყოველი  მნიშვნელოვანი ნაბიჯიც, გარკვეულწილად, ამ სევდისაგან თავის დაღწევის კიდევ ერთი მცდელობაა, თუკი დეტალებს ჩავუღრმავდებით, მაგრამ რატომღაც, ხშირად  არც ამის სურვილი გვაქვს და არც გამბედაობა გვყოფნის.  ნინო ხარატიშვილის "ჩემი საყვარელი ორეული" თითოეული პერსონაჟის სევდას "აშიშვლებს", თვალწინ … Continue reading ნინო ხარატიშვილი – “ჩემი საყვარელი ორეული”

რეალიზმი, როგორც საზოგადოების მოქმედების მთავარი ბერკეტი – ანუ „ვმუშაობ, მაშასადამე ვარსებობ.“

მეცხრამეტე საუკუნეში რეალიზმის, როგორ ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი მიმდინარეობის გამოჩენამ,  საზოგადოების  და, ბუნებრივია, მისი წევრების, კონკრეტული ადამიანების მისწრაფებები რადიკალურად შეცვალა.  რომანტიზმის ეპოქა დასრულდა. ხალხმა უკვე გაითავისა ის ფაქტი, რომ წარმატებისაკენ მიმავალი გზა სწორედ მათ სურვილებსა და მისწრაფებებზე იყო დაფუძნებული და  რომ ერთი კონკრეტული, ყველასაგან გამორჩეული, ადამიანის მოლოდინში  დაკარგული დრო მეტად  ძვირფასი იყო და, შესაბამისად, … Continue reading რეალიზმი, როგორც საზოგადოების მოქმედების მთავარი ბერკეტი – ანუ „ვმუშაობ, მაშასადამე ვარსებობ.“

მოგზაურობა ძველ რომში

ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში მცხოვრები ადამიანთა უმეტესობა დიდ ენთუზიაზმსა და მონდომებას გამოიჩენს, თუ მიეცემა შესაძლებლობა რამდენიმე საათით ძველ რომში გადაინაცვლოს და საკუთარი თვალით ნახოს მისი არქიტექტურული ღირშესანიშნაობები, გაესაუბროს ხალხს და ნათლად წარმოიდგინოს, თუ როგორი იყო იმდროინდელი მსოფლიოს პოლიტიკური, სავაჭრო და ხელოვნების ცენტრი. ძველ რომს მრავალ ქვეყანასთან ჰქონდა მჭიდრო სავაჭრო კავშირი, იგი პოლიტიკური გადაწყვეტილებების … Continue reading მოგზაურობა ძველ რომში

ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა”

ავტორი  თანამედროვეთათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებისა „ცხოველთა ფერმა“ მეოცე საუკუნის ინგლისელი მწერალი და ესეისტი ჯორჯ ორუელია.   ჯორჯ ორუელის ნამდვილი სახელი და გვარი ერიკ არტურ ბლერია. იგი ინდოეთში დაიბადა და სულ რაღაც ერთი წლის იყო, როცა ინგლისში ჩაიყვანეს. აღსანიშნავია მისი ბიოგრაფიის ის ნაწილი, რომელიც მან 1945 წლამდე, ანუ ამ კონკრეტული ნაწარმოების გამოქვეყნებამდე განვლო. 1922 წლიდან ორუელი … Continue reading ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა”

მომავალი ადვოკატის დღიურებიდან

„ "განათლების დიადი მიზანი არა ცოდნა, არამედ მოქმედებაა.“ არც ერთ პროფესიას არ მიესადაგება ეს გამოთქმა ისე კარგად, როგორც იურისტის საქმიანობას. ჩვენ ვსწვლობთ, ვსწავლობთ ძალიან ბევრს, ვეცნობით სამართლის სისტემის ამოსავალ წერტილს  -კონსტიტუციას, სამოქალაქო კოდექსსა  თუ სხვა სამართლებრივ ნორმებს, თუმცა ეს ერთი შეხედვით მარტივი ქმედებები ადამიანების თვალში  სრულიად სხვაგვარად ჩანს ხოლმე. მართალია, მე როგორც სამართლის სკოლის პირველკურსელს,ჯერ … Continue reading მომავალი ადვოკატის დღიურებიდან

მებრძოლთა კლუბი

    ჩაკ პალანიკის ყველაზე გამორჩეული რომანი „მებრძოლთა კლუბი“ არის ნაწარმოები, რომელიც აერთიენებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:  გარკვეული ინდივიდების დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, ხალხში არსებული პრობლემების სიმწვავე, სისტემა, რომელიც ხშირად უხეშად იჭრება ხალხის ცხოვრებაში. მებრძოლთა კლუბში არიან გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც, ვფიქრობ, თავდაპირველად იმიტომ მივიდნენ ამ სოციუმში გაწევრიანების აზრამდე, რომ ისინი მარტოობისაგან იტანჯებოდნენ. მათ ამგვარ ვითარებას კი საზოგადოება … Continue reading მებრძოლთა კლუბი

რა არის მარტოობა  და  ღირს კი ამ კითხვაზე პასუხი რომანტიზმის მიმდინარეობაში ვეძიოთ?

მიუხედავად იმისა, რომ  რომანტიზმის თემა თავის მხრივ  ძალიან ბევრ საინტერესო ასპექტს მოიაზრებს,  თავიდანვე შეუძლებლად მივიჩნიე მე, როგორც თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებ ადამიანს, ხელიდან გამეშვა შესაძლებლობა , რომელიც, საბედნიეროდ, ელვის სისწრაფით გადაიშალა ჩემ წინაშე  , მესაუბრა სხვადასხვა, ჩემი აზრით, ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე და არა  იმ თემაზე, რომელიც  განსაკუთრებით საინტერესო და დამაფიქრებელია ხელოვნების ამ კონკრეტული მიმდინარეობის განხილვისა და … Continue reading რა არის მარტოობა  და  ღირს კი ამ კითხვაზე პასუხი რომანტიზმის მიმდინარეობაში ვეძიოთ?

თეოდორ დოსტოევსკის  „იდიოტი“ – ანუ კეთილშობილება, როგორც დამანგრეველი ძალა

მოდერნიზმის მიმდინარეობა, რომელიც თანამედროვეთათვის  ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მნიშვნელოვან მიმდინარეობად ითვლება, თავისი განსაკუთრებულობას  გამორჩეულად  ლიტერატურაში ავლენს. მთავარი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, რომლითაც მოდერნიზმის მიმდინარეობის ლიტერატურული ნაწარმოები გამოირჩევა არის ის, რომ  მწერლების ინტერესის საგანს უკვე წარმოადგენს არა სხვებზე უფრო ამაღლებული ადამიანი თავისი იდეალური ბუნებითა ან თუნდაც მისკენ  დაუოკებელი სწრფავით, არამედ ისინი უკვე ინტერესდებიან  ჩვეულებრივი ადამიანებით, რომლებიც სხვათაგან … Continue reading თეოდორ დოსტოევსკის  „იდიოტი“ – ანუ კეთილშობილება, როგორც დამანგრეველი ძალა

ერიხ მარია რემარკი – “ტრიუმფალური თაღი”

ალბათ მხოლოდ მე არ მახასიათებს ყოველ წიგნსა თუ მოთხრობაში საკუთარი თავისა და ჩემს ირგვლივ არსებული  მნიშვნელოვანი ადამიანების ძიება.  საუკეთესო წიგნი სწორედ ის არის, რომელიც ახლოსაა ჩვენთან, მკითხველებთან და აძლევს საშუალებას თითოეულ ადამიანს თავად განსაჯოს წიგნის ყოველი პერსონაჟი.  საუკეთესო წიგნი ალბათ ის არის, რომლის დახმარებითაც  იმდენად ნათლად წარმოვიდგენთ მასში მოთავსებულ თითოეულ დეტალს, რომ თავი მის ნაწილად … Continue reading ერიხ მარია რემარკი – “ტრიუმფალური თაღი”