Skip to content

მარტინ იდენი

June 24, 2012

ვინც არ უნდა მკითხოს ჩემი საყვარელი წიგნის შესახებ, ან უბრალოდ რჩევის მიცემა მთხოვოს ყოვეკთვის ჯეკ ლონდონის ”მარტინ იდენს” ვთავაზობ. ვისაც არ გაქვთ წაკითხული აუცილებლად წაიკითხეთ. ბევრ რამეს მიგახვედრებთ ეს წიგნი და თქვენს სულშიც ორომტრიალს დააყენებს.🙂 ვისაც წაკითხული გაქვთ ალბათ დამეთანხმებით  მის გენიალურობაში. გთავაზობთ ამონარიდებს წიგნიდან.

” სიყვარული ეს არის კოსმოსური გრძნობა, რომლის ძალითაც ქალი და მამაკაცი ქვეყნის დასაბამიდან ერთმანეთისაკენ მიისწრაფიან, რომელიც მეტოქეებით აგზნებულ ირმებს გაზაფხულობით სასიკვდილოდ შეაჭიდებს ხოლმე ურთიერთს და თვით ბუნების ელემენტებსაც კი ერთმანეთის შესარწყმელად აშლის და აღძრავს.”

”ისე გადაიშლებოდა მისი გული მუსიკის მოსმენით, როგორც ყვავილი გადაუშლის გულს მზის სხვივებს.”

”თითქოს აიტაცებდა მას ეს მუსიკა, გააქანებდა და სულთა ბურუსით მოცულ სამეფოში დააქროლებდა, სადაც ბოროტისა და კეთილის მარადიული ჭიდილია.”

”ვინც მარტო დადის ის ივლის სწრაფად.”

”რასაც ცალკეულ ფრაზებსა და სტრიქონებში ჩააქსოვდა, ტკბილი ჰანგივით აჟღერდებოდა, ბუნდოვანი ზმანების მომხიბრალობით გაისრილაებდა. მეტისმეტად მძიმე გამოდგა. სურვილით იტანჯებოდა , რათა ლამაზად გამოეხატა  სათქმელი, მაგრამ შეუკოწიწებელი პროზაულუ ფრზები გამოდიოდა. ხმამაღლა კითხულობდა ხოლმე თავისი ლექსების ნაწყვეტებს. ზომას კარგად დაეუფლა, რითმსა და რიტმასაც გვარიანად გაართვა თავი, მაგრამ გრძნობდა, რომ ცეცხლი და აღმაფრენა აკლდა. ასავალ-დასავალს, სასოწარლვეთილი, იმედგაცრუებული და დამარცხებული მოთხრობას მიუბრუნდბეოდა. პროზა აშკარად უფრო ადვილი იყო. ”

”ცაში წმინადანები რაღა თქმა უნდა უმანკო და უბიწო იქნებიან, მაგრამ ჭუჭყში მოქცეული წმინადანები- აი, ეს არის საკვირველება! და სწორედ ამისათვის ღირს ქვეყნად ცხოვრება, რათა დაინახო, როგორ ამოდის ზნეობრივი სიდიადე უსამართლობის წუმპიდან; შენ თვითონ გაიზარდო და შეხედო სილამაზის პირველ, მკრთალსა და პირუტყვული სიტლანქის უფსკრულისაგან როგორ აღმოცენდება ძალა ჭეშმარიტება, ამაღლებული სულიერი სიფაქიზე.”

” როცა შენი სიყავრულის მჯერა, იმათი მტრობა აღარ მაშინებს. ყველაფერო მოირყევა ამ ქვეყანაზე, სიყვარული კი არა. სიყვარულს გზას ვერ აუბნევ, თუკი ჭეშმარიტი სიყვარულია ეს და არა უდღეური, რაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბორძიკობს და სულს ღაფავს ხოლმე. ”

” სიყვარულს კბილის გასინჯვა და კირკიტი არ სჭირდება, იგი მიღებულ უნდა იქნას, როგორც სიცოცხლის უმაღლესი ჯილდო. შეყვარებული მას წარმოედგინა ყველაზე უფრო კურთხეულ ქმნილებად ყველა ქმნილებათა შორის, სიამოვნებასა ჰგვრიდა ამ გამოთქმის გახსენება :” და ხელქმნილი მიჯნური, რომელიც ყოველგვარ მიწიერზე მაღლა აჭრილა, სიმდიდრეს, ცოდნას, ქვეყნის აზრს, ხალხის ხოტბას ზემოდან გადმოჰყურებს. თვით სიცოცხლეზე უფრო ამაღლებულა და კოცნისათვის სწირავს სიცოცხლეს.”

One Comment leave one →
  1. August 25, 2012 5:31 am

    მიყვარს ეს წიგნი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: