Skip to content

ჯორჯ ორუელი ”1984”

June 24, 2012

იცით, როცა ამ პოსტს კითულობთ თქვენ ჩადიხართ აზრკრიმინალს, რისთვისაც თქვენივე რომელიმე ნათესავი, ან თუნდაც თქვენი შვილი, დედა, და, ვინც ახლა თქვენთან ახლოსაა დაგაბეზღებთ და სასტიკად დაგსჯიან აზრკრიმინალის ამ უდიდესი გამოვლინების გამო. თუ ამის გამო თქვენს სახეზე რამენაირი ემოცია აღიძვრება, თქვენს დანაშაულს დაემატება სახეკრიმინალიც, რის გამოც ან აგაორთქლებთ, ან ინდივიდუალურ საჯელს მოგიფიქრებთ. ისე იქნება თითქოს არც გიარსებიათ, თქვენი სახე წაიშლება ყოველი ადამიანის მეხსიერებიდან. აი თქვენი და, დედა ან სხვა, ვინც დიდი სიმამაცე გამოიჩინა და დაგმო თქვენი უმსგავსი საქციელი დაჯილდოვებულ იქნება სათანადოდ, პირადად დიდი ძმის მიერ. ომი – მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება – ძალა.

ცოტა ხნის წინათ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი წიგნი მივიღე, წიგნი ჯორჯ ორუელის ავტორობით სახელად ”1984”. თავიდან დიდად არ მომეწონა, მაგრამ მერე იმდენად დამაინტერესა, რომ სადაც მივდიოდი ყველგან თან დამქონდა მთელი ორი დღის განმავლობაში,  სანამ კითხვას არ დავამთავრებდი. წიგნი გვერდზე გადავდე, ერთი ჩემთვის ამოვიოხრე და მივხვდი, რომ ჩემს თვალწინ გადაიშალა ის ახალი სამყარო, რომელზეც მანამდე წარმოდგენაც კი არ მქონია. მანამდე უბრალოდ მჯეროდა, რომ ყველაფერი მარტივი იყო. ვიჯერებდი ყველანაირ სიცრუესა თუ შელამაზებულ რეალობას ტელეეკრანებიდან რომ გვიმზერენ ყოველდღიურად და ნელ-ნელა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილნი ხდებიან. მივხვდი, რომ ამ ცხოვრებაში თვალი უნდა გაახილო, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც შთაგაგონებენ ბავშვობიდანვე. მივხვდი, თუ როგორ არის დაკარგული სიტყვის თავისუფლება დღევანდელ მსოფლიოშიც და როგორ იყენებენ ადამიანები სხვათა გაუნათლებლობასა და უგუნურებას საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ყველას ვურჩევ წაიკითხოს ეს წიგნი და ფართოდ გაახილოს თვალები. ხალხმა არასოდეს იცოდა, თუ რამხელა ძალა აქვს თუნდაც ერთ ადამიანს და სანამ ჩვენვე არ მოვფენთ ნათელს ამ ყველაფერს, მანამდე სხვა გამოსავალი არასოდეს იარსებებს.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: