Skip to content

პოლიტიკური იდეოლოგიები– ნაწილი 1–ლი

August 27, 2012

მემარჯვენეობა და მემარცხენეობა

პოლიტიკური პლატფორმის  აღმნიშვნელი ტერმინი. ამგვარი დასახელება ისტორიული ტრადიციიდან მოდის: საფრანგეთის პირველ რევოლუციურ პარლამენტში (1789) უკიდურესად მარცხენა ადგილები დაკავებული ჰქონდათ იაკობინელებს, რომლებიც ყველაზე რევოლუციურად განწყობილ პარტიულ დაჯგუფებას წარმოადგენდნე. ცენტრში ზომიერები, ხოლო უკიდურეს მარჯვენა ადგილებზე კლემირიკალები და როიალისტები (მონარქისტები ) იყვნენ განთავსებულნი.

  ტერმინი მემარჯვენე და მემარცხენე ზუსტად იმავე მნიშვნელობით დღეს, რა თქმა უნდა, აღარ გამოიყენება ერთ–ერთი გავრცელებული კრიტერიუმი, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა თუ ცალკეული პოლიტიკოსების მემარჯვენეობას თუ მემარცხენეობას აღნიშნავს, არის მათი დამოკიდებულება სახელმქიფოს, ინდივიდისა და ეკონომიკის მიმართ. კერძოდ, მემარკვენეპბა გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან ინდივიდის ეკონომიკურ და სხვა სახის აქტივობაში ჩარევის მინიმალიზაციას. გარდა ამისა, მემარჯვენეები, როგორც წესი, ხშირად აპელირებენ ტრადიციულ ღირებულებებზე და ეწინააღმდეგებიან სწრაფ და რადიკალურ ცვლილებებს. ტერმინი ”მემარჯვენე” ხშირად ”კონსერვატორის” სინონიმადაც გამოიყენება.

რაც შეეხება მემარცხენეობას, ეს მიმართულება, როგორც წესი ითვალისწინებს თანასწორუფლებიანობას, სოციალურ თანასწორობას, ნაციონალისტური საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიუღებლობას. მემარცხენეთა ფრთას ეკუთვნიან სოციალისტები, სოციალ–დემოკრატები და კომუნისტები.

საქართველოშიც გვყავს მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც, მაგრამ რატომღაც მიჩნდება ეჭვი, რომ ისინი არ მიყვებიან ბოლომდე იმ პოლიტიკურ იდეალოგიებს, რომლებიც თავიდანვე აირჩიეს. არ მინდა ვინმე გავლანძღო ამ , მაგრამ არც შალვა ნათელაშვილი და არც დავით გამყრელიძე არ მიმაჩნია ისეთ პილიტიკოსებად, რომლებსაც რამის შეცვლი ძალა შესწევთ საქართველოში. არ ვწამებ ცილს, რომ არ უნდათ და ამის ბრალია. დიდად გარკვეული არ ვარ პოლიტიკაში და არც არის ალბათ საჭირო რომ ვიყო ამ ეტაპზე, მაგრამ იმდენს მაინც ვიაზრებ და ვგრნობ, რომ გამყრელიძის გამოსვლები რატომღაც ყალბია, ნათელაშვილისას კი იგივეს ვერ დავაბრალებ, უბრალოდ რა ვქნა ჩემამდე არ მოდის მისი სიტყვები.

წყარო: სამოქალაქო გამათლების ლექსიკონი + ჩემი ტვინი 

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: