Skip to content

როგორ დავიბრუნოთ დაკარგული მეგობრობა?

August 30, 2012

სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ ურთიერთობას ვწყვეტთ ჩვენთვის ძალიან ძვირფას ადამიანებთან. ხშირად გული გვტკივა და წყდება სამაგალითო მეგობრობა, მაგრამ განა შეუძლებელია შემწყდარი და ჩავთვალოთ დაპაუზებული მეგობრობისა თუ ურთიერთობის აღდგენა? ვფიქრობ, რომ არა. შეუძლებელი არაფერია, თუ მოვინდომებთ. ამ ლოგიკით კი მეგობრობის აღდგენაც სავსებით შესაძლებელია.

 

ჩემი რჩევები თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ძველი მეგობრის დასაბრუნებლად:

1)      პირველ რიგში მთავარია გავერკვეთ საკუთარ თავში, ნამდვილად გვსურს თუ არა ურთიერთობის განახლება. გვჭირდება თუ არა ეს და ვთვლით თუ არა, რომ ურთიერთობის განახლება ორივე მხარისათვის იქნება სასარგებლო.

2)      თუ დავფიქრდებით და მივხვდებით, რომ ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ დროა გადავიდეთ მოქმედებაზე. უნდა ჩამოვყალიბდეთ რა არის ისეთი, რაც გვაქვს მისთვის სათქმელი. რაში ვთვლით თავს დამნაშავედ. ზოგადად როცა ურთიერთობა ფუჭდება ორივე მხარეა ხოლმე დამნაშავე ნაწილობრივ და არა ერთი.

3)      კარგად უნდა ჩამოვაყალიბოთ რის თქმას ვაპირებთ მისთვის. სასურველია გავაკეთოთ აქცენტი იმაზე, რომ რაც მოხდა ამაში ორვე მხარეა დამნაშავე, თუმცა რაც არ უნდა მომხდარიყო იგი მაინც ძველებურად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

4)      არაფერი ვუთხრათ ისეთი, რასაც არ ვფიქრობთ ნამდვილად. ურთიერთობა ტყუილზე არ უნდა იყოს აგებული. ასე თქვენც სინდისი შეგაწუხებთ და ვერ იგრძნობთ თავს კომფორტულად.

5)      უნდა გაიაზროთ ის მიზეზები, რის გამოც მოხდა ასე და შეწყდა თქვენი ურთიერთობა, რათა მომავალში აღარ გაიმეოროთ.

6)      უთხარით, რომ თქვენ ის გჭირდებათ ( თუ რა თქმა უნდა მართლა მასეა) და რომ ძალიან გაკლიათ.  ისიც, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო პატიობთ ყველაფერს ( ეს იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ცუდი რამ არ ჩაიდინეთ და დამნაშავე მხოლოდ თქვენ არ ხართ). უთხარით, რომ ძალიან გინდათ სცადოთ კიდევ ერთხელ ურთირთობა, ოღონდ პირდებით, რომ ყველაფერს გაითვალისწინებთ და  შეცდომებსაც წარსულში დატოვებთ.

7)      ამის შემდეგ უთხარით, რომ არჩევანი მასზეა და პატივს სცემთ მის გადაწყვეტილებას და  რომ არ გსურთ ეს ურთიერთობა მხოლოდ თქვენთვის იყოს კარგი და სასარგებლო. აგრძნობინეთ, რომ მის ინტერესებს თქვენსაზე მაღლა აყენებთ.

8)      დაელოდეთ პასუხს. შეიძლება უცებ ვერ მიიღოთ ისეთი პასუხი, რომელიც ძალიან გაგახარებთ, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება. ნებისმიერი პასუხი მიიღეთ აუღელვებლად. მიეცით დრო და უთხარით, რომ რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს იმ შემთხვევაში თუ გადაიფიქრებს, ყოველთვის მზად იქნებით მის მისაღებად.

9)      არ დაიფასოთ თავი და ნურც სიამაყეს გამოიჩენთ. გააკეთეთ ის, რასაც გული გიკარნახებთ. თუ ცდა წარუმატებელი გამოვა მომავალში სინანულის განცდა მაინც არ დაგეუფლებათ და გეცოდინებათ რომ თქვენ გააკეთეთ თქვენი მაქსიმუმი მის დასაბრუნებლად.

2 Comments leave one →
  1. FeeL permalink
    September 28, 2012 5:10 pm

    ფსიქოლოგადაც გამოდგებოდი:დ

    სურათი მომეწონა,კარგად შეგირჩევია)

    9. “თუ ცდა წარუმატებელი გამოვა მომავალში სინანულის განცდა მაინც არ დაგეუფლებათ და გეცოდინებათ რომ თქვენ გააკეთეთ თქვენი მაქსიმუმი” – ოო დასკვნა კი მართლა მაგარია:დ და ჩემი სიტყვებია ე:დ უფრო კი ჩემი ცხოვრების წესი:დ

    მიხარია თუ მართლა მასე ფიქრობ::)

    • September 28, 2012 5:48 pm

      chemi cxovrebis wesic eg aris. Umoqmedobas ver vitan,. Mixaria rom mogewona posti🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: