Skip to content

ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება

September 7, 2012

Eternal Brightness of the Spotless Mind– გეცოდინებათ ალბათ ეს ფილმი. შეყვარებულები იჩხუბებენ.  გოგო, სახელად კლემენტინა, გადაწყვეტს მიაშუროს ექიმს, რომელმაც შეძლო გამოეგონებინა ხერხი, თუ როგორ შეიძლება ადამიანის მეხსიერებიდან ამოშლა. კლემენტინაც ამოიშლის შეყვარებულს მეხსიერებიდან. ამ უკანასკნელს კი წერილი მიუვა სახლში, სადაც იუწყებიან, რომ აღარ უნდა შეახსენოს კლემენტინას მათი ურთიერთობის შესახებ, ვინაიდან მან იგი მეხსირებიდან ამოშალა. შემდეგ ეს ბიჭიც გააკეთებს იგივეს. მოკლედ ფილმის ყურების მუღამი რომ არ დაგაკარგვინოთ, შინაარსის მოყოლას აღარ გავაგრძელებ.

ფილმი საკმაოდ დამაფიქრებელია. მას შემდეგ, რაც მამაჩემის რჩევით  ვუყურე ,ძალიან ბევრს ვფიქრობ რას იფიქრებდნენ ჩემი მეგობრები ან თუნდაც ჩემთვის გაურკვეველი სტატუსის მქონე ადამიანები ( არ ვიცი მეგობარია თუ ვინ) სახლში რომ მისვლოდათ ასეთი წერილი: ‘’ მარიამ ორჟონიამ ამოგშალათ მეხსიერებიდან. გთხოვთ ნუღარ გაიხსენებთ თქვენს ურთიერთობას მისი თანდასწრებით.’’

ბევრს ალბათ გაუკვირდებოდა. ზოგი მიხვდებოდა კიდევაც ,რატომ შეიძლებოდა ჩამედინა მასეთი რამ. :დ ფეისბუქიდანაც ამომიშლია ადამიანი იმ მიზნით, რომ როცა შემოსული იყო და არ მინდოდა მიმეწერა, არ შემეძლო მომეთმინა, არადა მიწერაც არ შემეძლო. :დ სუსტი ნებისყოფა მაქვს ამ საკითხში. თემას რომ დავუბრუნდეთ, ალბათ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, დის  ფუნქციის მატარებელი სალომე ასეთი წერილის წაკითხვის შემდეგ გაოცებული იქნებოდა, იმიტომ, რომ ვერ მიხვდებოდა რატომ შეიძლებოდა გამეკეთებინა მსგავსი რამ მასთან დაკავშირებით. ალბათ  შეეცდებოდა მიზეზის გარკვევას და თუ მიხვდებოდა, რომ ჩემთვის ასე იყო უკეთესი არაფერს აღარ მოიმოქმედებდა .  დანარჩენი მეგობრები არ ვიცი რას გააკეთებდნენ,  ზოგი ალბათ არც არაფერს, ასეთი ეჭვი მაქვს ერთ-ორ ადამიანზე, მაგრამ სახელით არ მოვიხსენიებ (ნახავენ, ეწყინებათ და არ მინდა დრამები და ამბები) :დ

ისიც საინტერესოა ამ ბლოგის მკითხველები (იმედი მაქვს ერთი-ორი ადამიანი მაინც შემოდის ყოველდღიურად) რას გააკეთებდნენ ბლოგი და მასთან დაკავშირებული ყველაფერი რომ ამომეშალა მეხსიერებიდან :დ 

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ფანტაზიაა და რომც არსებობდეს მსგავსი რამ, არ გამოვიყენებდი არასოდეს. მოგონებები და  განცდები ქმნის ადამიანის პიროვნებას სწორედ.  პიროვნებაში კი ასე პირდაპირ ცვლილებების შეტანა მავნებელია, მითუმეტეს გონებას შეუძლია დაივიწყოს, გულს არ (ვერ)🙂 )

თქვენ რას გააკეთებდით მსგავსი შესაძლებლობა რომ მოგეცეთ?

5 Comments leave one →
  1. globaldruginfo permalink
    September 10, 2012 4:58 am

    ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მიიღოთ არაფერი მიერ hurting ადამიანი ….. დაეხმაროს ადამიანებს და ხედავთ ღმერთი მათი საშუალებით …..

  2. FeeL permalink
    October 3, 2012 1:54 pm

    ფილმი მართლა საინტერესოა

    “ბლოგი და მასთან დაკავშირებული ყველაფერი რომ ამომეშალა მეხსიერებიდან” – გავიდოდა დრო და ახალ ბლოგს შექმნიდი ან რამე მაგდაგვარს დაიწყებდი:დ

    “თქვენ რას გააკეთებდით მსგავსი შესაძლებლობა რომ მოგეცეთ?” – ერთ მოგონებასაც არ დავთმობდი,თუნდაც ყველაზე ცუდად გასახსენებელს

    • October 3, 2012 2:24 pm

      მეც. მოგონებებმა ჩამომაყალიბა ასეთად. და რამე რომ ამომეშალა მეხსიერებიდან მე მე აღარ ვიქნებოდი

  3. saba permalink
    October 7, 2012 10:18 am

    sheni posti wavikitxe, momewona kidevac, nu ert rameshi ver dagetanxmebi: “მოგონებები და სასიამოვნო განცდები ქმნის ადამიანის პიროვნებას სწორედ.” me vfiqrob, rom kiar qmnis, aramed metyvelebs mis pirovnebaze :))

    da erti txovna maqvs kidev, es filmi qartuli gaxmovanebit xom ar icit vinmem romelime saitze?? madloba winaswar🙂

    • October 7, 2012 11:07 am

      ქართული გახმოვანებით არსად არ ვიცი სამწუხაროდ. თუ ვიპოვი დავდებ აქ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: