Skip to content

ჯენი გერჰარდტი

September 13, 2012

ძველი დღიურების თვალიერებისას ერთ საინტერესო დღიურსაც წავაწყდი, სადაც საინტერესეო ჩანაწერები და გამონათქვამები მეწერა.

გთავაზობთ ამონარიდებსს თეოდორ დრაიზერის წიგნიდან ”ჯენი გერჰარდტი”.

”იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობენ თავისებური ადამიანები, რომელთაც არ იციან ამქვეყნად რისთვის მოვიდნენ და ასევე შეუცნობლად ტოვებენ ამ სამყაროსაც.  მათი აზრით, ცხოვრება უსაზღვრო სილამაზის ნამდვილ საოცრებას წარმოადგენს. რომ შეეძლოთ ქვენიერების შემოვლა, წუთისოფელს მხოლოდ სამოთხეზედ აღიქვამდნენ. ისინი მარტო სრულყოფილ ქვეყანას, მათთვის სასიამოვნო სამყაროს ხედავდნენ: ხეებს, ყვავილებს, ბგერათა და ფერთა უსასრულობას. ეს არის მათი უძვირფასესი მემკვიდრეობა, ყველაზე დიდი სიმდიდრე და თუ მათ არავინ შეაჩერებს, არავინ ეტყვის ”ეს ჩემიაო”, ბედნიერებისაგან გაბრწყინებულნი დაუსრულებლად იხეტიალებენ ამ მიწაზე იმ სიმღეტით, რომელსაც ოდესღაც მთელი კაცობრიობა გაიგონებს. ეს არის სათნოების, სიკეთის სიმღერა, მაგრამ რეალურ სამყაროში მომწყვდეული ასეთი ადამიანები თითქმის ყოველთვის უცხონი რჩებიან, ვერ ეგუებიან ირგვლივ არსებულ ვითარებას. ამპარტავანი და ხარბი ქვეყანა ალმაცერად უყურებს იდეალისტ მეოცნებეს. ასეთ ადამიანს ცაში მოსიარულე ღრუბლის ცქერას სიზარმაცეში ჩამოართმევენ. თუ ქარის ქროლას ყური მიუგდო, რომელიც მის გულს ახარებს, დროს იხელთებენ და მისი ქონების დასაპატრონებლად დაფაცურდებიან. თუ ეგრეთ წოდებული უსულო სამყარო, მეოცნებეს რომ გონიერადაც მიაჩნია და გასულიერებულადაც, თავისი ნაზი და მომხიბვლელი ხმებით მოხიბლავს, მაშინ ეოცნებეს სტიქია იმსხვერპლებს. დიახ, რეალური სამყარო ყოველთვის ეპოტინება თავისი ხარი თითებით ასეთ ადამიანებს. ”

” სათნოება- ეს არის უნარი ადამიანებს უსურვოს და მოუტანოს სიკეთე. სათნოება დიდსულოვნებაა. იგი მზადაა, სიამოვნებით ემსახუროს ყველას და ყოველთვის, მაგრამ საზოგადოება როდი აფასებს მის ამ თისებას. თუ საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენისა იქნებით, მაშინვე აბუჩად აგიგდებენ, ფეხით გაგთელავენ, ხოლო თუ თავს დაიფასებთ, თუნდაც ამის ღირსი არ იყოთ, მაშინვე პატივს მოგაგებენ. საერთოდ საზოგადოება საკმაოდ უხეიროდ აფასებს ადამიანს. მისი შეფასების ერთადერთი კრიტერიუმია- ,,რას იტყვის სხვა”. ერთადერთი საზომი კი- თვითგადარჩენა.”

”საერთოდ ადამიანი უდიდესი დაძაბულობის დროს ყველაზე სწრაფად იზრდება. მაშინ შეიგრძნობს ძალათა ძლიერ მოზღვავებას და უდიდეს უნარს. შესაძლოა, გვშინოდეს მცდარი ნაბიჯის გადადგმისა, მაგრამ უდავოდ ვიზრდებით. შთაგონებათა აღზევებას ადევნებული ბუნება ხელს არავის არ კრავს. როცა გარემო ან საზოგადოება  ზურგს გვაქცევს, მარტონი მაინც არ ვრჩებით. ჩვენთან არის ირგვლივ არსებული ქვეყნიერება… ბუნება დიდსულოვანია. ქარი და ვარსკვლავები მეგობრებად ამოგიდგებიან საკმარისია , მხოლოდ კეთილი და მგრძნობიარე სული და შენ ასე დიდ ჭეშმარიტებას შეიცნობ. შესაძლოა, ეს ყოველივე შენამდე ჩამოყალიბებულ ფორმულებას არ მოვიდეს, მაგრამ სიმშვიდესა და სიხარულს უთუოდ შეიგრძნობთ და ასე ხომ ბოლოსდაბოლოს შემეცნების მთავარ არსს წარმოადგენს. სიმშვიდეში ჰპოვებ სიბრძნეს.”

”ცხოვრება ბრძოლაა, თუ რამის მიღება გსურს უნდა იბრძოლო.”

”ჩვენ ყველანი პაიკები ვართ, ჩვენს ბედს განაგებს ძალა, რომლის წინაშეც უმწეონი ვართ.”

”გავა დრო და ყველანი დაიხოცებიან, არაფერია ამქვეყნად ნამდვილი და სამუდამო სიკეთისა და გულისხმიერების გარდა.”

One Comment leave one →
  1. globaldruginfo permalink
    September 13, 2012 1:20 pm

    Exactly True!!! Our life path is filled with adventure and challenge, it’s all about how we overcome it in a smart way🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: