Skip to content

ბიძია თომას ქოხი

October 1, 2012

ამერიკელი  აბოლიციონისტისა  და მწერლის ჰარიეტ ბიჩერ სტოუს  რომანი ”ბიძია თომას ქოხი” (1852)   აფრო-ამერიკელების მაშინდელ მონურ ცხოვრებას   აღწერს . რომანმა ძალიან დიდი პოპულარობა და გავლენა ჰპოვა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში. ამ რომანმა შტატების ჩრდილოეთ ნაწილში, ძალიან დიდი სტიმული მისცა მონობის წინააღმდეგ მებრძოლთა ძალებს, რამაც შტატების სამხრეთ ნაწილში საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.

გთავაზობთ ამონარიდებს :

” სანამ რახილი და ბავშვები ვახშამს ამზადებდნენ, ჯორჯი ცოლს ელაპარაკებოდა : – ელიზა,  ბედნიერ ადამიანებს, რომლებსაც ჰყავთ მეგობრები, ქონება,მამული, სახლ-კარი და მიწა-წყალი, არ შეუძლიათ ისე მტკიცე სიყვარულით უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე და შენ. შენამდე მე ვუყვარდი მხოლოდ ორ ადამიანს- დედაჩემსა და ჩემს დას. მე უკანასკნელად ვნახე ჩემი და ამ დილით, როცა ჩვენგან საუკუნოდ დაშორებას უპირებდნენ. ჩემს საწოლთან მოვიდა და მითხრა :” საბრალო ჯორჯ, შენ ერთადერთი მეგობარი გშორდება. ვინ იცის უჩემოდ რა მოგელის, ჩემო საყვარელო ძამიკო.”  მე ლოგინიდან წამოვვარდი, მოვეხვიე და ორივენი დიდხანს ვტიროდით, მას შემდეგ ალერსიანი სიტყვა აღარავისგან გამიგონია. დიდმა ხანმა განვლო. ჩემი გული დაჭკნა, ქვად იქცა, მხოლოდ შენმა სიყვარულმა გამომაცოცხლა, გარდამქმნა, ჩემო ელიზა, ჩემო ძვირფასო, მე მზად ვარ შენთვის სიცოცხლე გავწირო. ვინ გამიბედავს შენს წართმევას და თუ ვინმე ამას განიზრახავს, უეჭველად გაცივებულ გვამს უნდა გადმოაბიჯოს და მიაღწიოს.”

” შავკანიანის აღზრდა შესაძლებელია, მაგრამ ჩვენთვის კი არა, რადგანაც თვთონაც არაფრად ვვარგივართ. ადამიანები დაგვიმონებია იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს საჭიროა. რომ გავათავისუფლოთ, მუშახელი აღარ გვეყოლება. უმუშებოდ კი ცხოვრება არ შეგვიძლია, ჩვენი ქონება მუშებისაგან წარმოდგება. შავკანიანი მონაა, ბავშვობიდანვე ეჩვევა ტყუილებსა და ცბიერებას, იმან იცის, რომ თუ არ იცრუა, არ იცუღლუტა და არაფერი მოიპარა, ისე ვერ იცხოვრებს. საკვირველიც იქნებოდა, იმატ მეტი რომ მოთხოვო. უსამართლობა იქნება მონები, რომ ხსენებული საქციელისათვის დავსაჯოთ.”

” კარგია სიცოცხლე, როცა საყვარელ ადამიანებს შეჰყურებ, მაგრამ გარშემო ბევრი უსამართლობა ტრიალებს. ბევრი იტანჯება და ამიტომ არ ვნანობ, რომ ვკვდები.”

” ბავშვები ხშირად ასწავლიან დიდესბ სიმართლესა და სიყვარულს. ”

”  კაცს ეგონებოდა სძინავსო, ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა მიცვალებულს, ისეთი უმანკოსათვის, როგორიც ევა იყო, არ არსებობს სიკვდილის წყვდიად. ის გაქრა ისე, როგორც ქრება ხოლმე ცისკრის ვარსკვლავი მზის ამოსვლის შემდეგ.”

” ცუდი თავისუფალი ცხოვრება ჯობია ფუფუნებაში მონობას.”

” სიკვდილი ერთი დამთქნარებაა.”

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: