Skip to content

ზიგმუნდ ფროიდი – უცნობი ფაქტები და გამონათქვამები (I ნაწილი)

November 9, 2012

ზიგმუნდ ფროიდის ბიოგრაფია, გარეგნულად ნაკლებ სენსაციური და გამორჩეული, ძალიან განსხვავდება მისი შინაგანი ბიოგრაფიისაგან, რომელიც დრამატულობის ყველა ნიშანს ატარებს. გარდაცვალებამდე ათი წლით ადრე მან ედუარად ბერნაის განუცხადა, რომ მისმა ცხოვრებამ გარეგნულად მშვიდად და უშინაარსოდ ჩაიარა და მხოლოდ მცირეოდენი თარიღებით შეიძლება შემოიფარგლოს. 

ამ პოსტში ვაპირებ მოვათავსო შედარებით ნაკლებად ცნობილი ინფორმაცია და გამონათქვამები ზიგმუნდ ფროიდის  შესახებ.🙂 ბიოგრაფიული ცნობები საკმაოდაა სხვადასხვა საიტებზე. იმედია მოგეწონებათ  და გაეცნობით🙂

ფროიდმა თითქმის მთელი ცხოვრება, 78 წელი, ვენაში გაატარა, ქალაქში, რომლის მიმართ ის ერთდროულად სიძულვილსაც გრძნობდა სა სიყვარულსაც. როდესაც სიკვდილამდე ცოატა ხნით ადრე იძულებული გახდა ვენა დაეტოვებინა, ფროიდი წერდა : ”გათავისუფლების გამო აღტაცების გრძნობას ძლიერი მწუხარება ერთვის, რადგანაც საპყრობილე, საიდანაც გავთავისუფლდი, ჯერ კიდევ ძალიან  მიყვარს. ”

ფროიდი დედაზე ისე წერდა, რომ ნაწერებიდან გამომდინარე ფროიდს კი არ უყვარდა დედა, არამედ დედას უყვარდა ის, მისი ნიჭიერი პირმშო: ”როდესაც დედის უდავოდ გამორჩეულად საყვარელი შვილი ხარ, მაშინ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებ დამპყრობლის გრძნობას, წარმატების იმ რწმენას, რომელსაც არც თუ იშვიათად მართლად მოაქვს წარმატება”.                

მოგვიანებით ”სიზმრების ახსნის” შეტანილ შენიშვნაში ნათქვამია : ”მე აღმოვაჩინე, რომ პიროვნებები, რომლებსაც დედა უპირატესობას ანიჭებს ან გამოარჩევს, ცხოვრებაში განსაკუთრებული თავდაჯერებულობით, შეურყეველი ოპტიმიზმით გამოირჩევიან, ხშირად გმირებად იქცევიან და ნამდვილ წარმატებას აღწევენ.”

” ჩემზე უცნაურად იმოქმედა ამ დიდმა მოვლენა. არავითარი ტკვილი, არავითარი ნაღველი. მე არ ვყოფილვარ დაკრძალვაზე. ანამ აქაც შემცვალა. დღეს ის თავის მეგობარ დოროთისთან ერთად შვეიცარია-იტალიაში სამოგზაუროდ წავიდა, რომლისთვისაც მე მათ უკეთეს ამინდს ვუსურვებ’‘, – აღნიშნა ფროიდმა დედის სიკვდილთან დაკავშირებით.   აქედან ფსიქოლოგიური დაკსვნის გაკეთებაა შესაძლებელი, რომ ვაჟისილმა ტალიონის კანონის თანახმად იმოქმედა ისევე, როგორც დედამისმა. მან შემცვლელი – ”ერზაც-ვაჟიშვილი” გაგზავნა, ისევე როგორც დედამ ცხოვრების გადამწყვეტ ფაზაში  მისი დაცვა ერზაც-დედას  მიანდო- თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ.

ფროიდი მამის შესახებ: ” მამას ხშირად დავყავდი სასეირნოდ, რათა ჩემთვის სამყაროს შესახებ თვისი შეხედულებები გაეზიარებინა. ასე მაგალითად, იმის საჩვენებლად, თუ რამდენად უკეთეს ეპოქაში გავჩნდი მასთან შედარებით, შემდეგი რამ მიამბო: როცა ახალგაზრდა კაცი ვიყავი, ერთ შაბათს, სწორედ იქ, სადაც შენ დაიბადე, ლამაზ ჩაცმული, თავზე ბეწვის ქუდით მივსეირნობდი, ამ დროს ერთმა ქრისტიანმაჩამოიარა, ერთი დარტყმით ქუდი ჭუჭყში გადამიგდო და თან მომაძახა: ურია, ჩადი ტროტუარიდან!  მერე შენ რა ქენი? – მე მანქანების სავალ ნაწილზე გადავედი და ქუდი ავიღე. – იყო მშვიდი პასუხი. ”  ფროიდმა მამისებურ მშვიდ თავმდაბლობას ვერასოდეს მიაღწია. იგი ყოველთვის ამაყად და აგრესიულად აღიარებდა თავის ებრაელობას, მაშინაც კი როცა ”უმკაცრეს ათეისტად” იქცა.

ზიგმუნდის ტრფობის ობიექტი მარტა ბერნაისი გახლდათ. ზიგმუნდი და მარტა 4 წლის განამვლობაში იყვნენ დანიშნულნი. ფროიდი ცხოვრობდა, როგორც მკაცრად აღზრდლი ვენელი ვიქტორიანელი , რომლისთვისაც ქორწინების აგრეშე სქესობრივი ურთიერთობა ტაბუდადებული იყო და მან, როგორც ამის ვარაუდის საფუძველი  არსებობს, ოთხი უსასრულოდ გრძელი ნიშნობის წელიწადი სრული თავშეკავებით გადაიტანა. იგი ამბობდა : ” ჩვენ ვიტანთ გაჭირვებას უმწიკვლობის შესანარჩუნებლად, ჩვენ ვიკლებთ ჯანმრთელობას, სიამოვნებას, აღტაცებას, გრძნობას, ვმაღლდებით რაღაცისთვის, რისთვის თვითონაც არ ვიცით – და ეს ბუნებრივ ინსტიქტთა გამუდმებული დათრგუნვა ჩვენს სინატიფეს გვანიჭებს. ჩვენ უფრო იმისკენ მივისწრაფვით, რომ ტანჯვას დავშორდეთ და არა ტკბობა შვუგრძნოთ, ხოლო უმაღლეს პოტენციაში ჩვენ ვართ ადამიანები , როგორც ორნი, რომლებიც სიკვდილისა და ჯოჯიხეთის ჯაჭვებით არიან გადაბმული, რომლებიც წლობით იკავებენ თავს და ერთმანეთი ენატრებათ, რათა ერთმანეთს არ უღალატონ. ”

წყარო:  ჰანს-მარტინ ლომანი – ”ზიგმუნდ ფროიდი”

4 Comments leave one →
  1. January 15, 2013 10:18 am

    ძალიან საინტერესო პოსტია🙂

    • January 15, 2013 11:58 am

      მიხარია, რომ მოგეწონა🙂

      • misha permalink
        January 16, 2013 8:11 am

        გენიალურიიიიიიიიიიია!!!

        ფსიქიკურიდან წინასწარგანზრახულობის გამორიცხვა არ შეიძლება

      • January 16, 2013 8:28 am

        🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: