Skip to content

მდიდარი ღარიბი

November 9, 2012

სულ ცოტა ხნის წინ მამაჩემის   რჩევით წავიკითხე  რომანი ”მდიდარი ღარიბი”, რომელიც ირვინ შოუს ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოებია.  თავიდან წიგნის სისქიდან გამომდინარე ვიფიქრე ერთი კვირა მაინც დამჭირდებოდა სანამ კითხვას დავასრულებდი, თუმცა წიგნი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ვკითხულობდი ყველგან : სკოლაში დასვენებებზე, მეტროთი და ავტობუსით მგზავრობისას. ორ დღეში კი იმდენი ემოციით დავიხუნძლე, აუცილებლად ვინმესთვის უნდა გამეზიარებინა.

მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა ამ წიგნის უნიკალურობის შესახებ, მაინც არ  მჯეროდა წერის ასეთი სტილი  მეც თუმიმიზიდავდა. მე უფრო ჯეკ ლონდონისთვის დამახასიათებელი წერის მანერა მომწონს, თუმცა ირვინ შოუც საკმაოდ თავისებურად და საინტერესოდ წერს.  ალბათ გაგეცინებათ , თუ ვიტყვი, რომ ნაწარმოები, რომელიც 600-მდე გვერდს შეიცავს ლაკონურად და მოკლედ არის დაწერილი,  მაგრამ ფაქტი ფაქტია.🙂 ირვინ შოუ არ აღწერს გრძნობებსა და განცდებს ერთი-მეორის  მიყოლებით, არ უთმობს მათ განხილვას დიდ  დროს გაბრიელ გარსია მარკესის მსგავსად და სწორედ ამაშია ხიბლი. ”მდიდარი ღარიბში” გადმოცემულია ”შიშველი” რეალობა შეულამაზებლად, ფაქტები და მოვლენების განვითარება. მიუხედავად ლაკონურობისა მკითხველს  არ  გაუჩნდება რამის ნაკლებობის განცდა, ან არ იფიქრებს, რომ რომანი როგორც იტყვიან ხოლმე მშრალად არის დაწერილი. 

ირვინ შოუ ჯორდახების მაგალითზე გვიჩვენებს ტიპიური ამერიკელების სწრაფვას კეთილდღეობისაკენ. ცრუ ფასეულობათა ძიებაში რომანის გმირები კარგავენ ყველაზე ძვირფას იდეალებს, ზოგჯერ კი თვით სიცოცხლესაც.  ავტორი გულისტკივილით გვიხატავს თანამედროვე ადამიანთა ცხოვრების სურათებს.

როგორც ყოველთვის, ნაწარმოების ბოლომდე ჩაკითხვამდეც ვხვდები ვინ არის უაღესად დადებითი პერსონაჟი და ვინ უახლოვდება ჩემს იდეალს, თუმცა აქ ყველაფერი უფრო რთულად იყო. რომანს სამი მთავარი გმირი ჰყავს : ორი ძმა და ერთი და. სამივეს ახასიათებს რაღაც კარგი და ამავდროულად ცუდი. ამ ფაქტმა კი უკეთ დამაფიქრა იმაზე, რომ არ არსებობენ ყველაფრით კარგი და ყველაფრით ცუდი ადამიანები, გააჩნია რა კუთხით შევხედავთ მათ. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, წაიკითხეთ აუცილებლად და გამიზიარეთ კომენტარის სახით თქვენი შეხედულებები.🙂

18 Comments leave one →
  1. November 10, 2012 1:33 pm

    საღამო ბიზანტიაში – ეგეც მაგისია და საკაიფო ნაწარმოებია. თან უფრო პატარა მოცულობის.🙂.

    • November 10, 2012 2:27 pm

      წავიკითავ აუციელბლად. არ ვიცოდი🙂

  2. December 29, 2012 12:39 pm

    ვგიჟდები ამ რომანზე❤

  3. shota permalink
    January 17, 2013 1:11 pm

    me axlaxan davamtavre am nawarmoebis wakitxva. dzalian kmayofili davrchi. axla ras mirchevt ra wavikitxo?

  4. January 17, 2013 2:02 pm

    თუ წაკითულო არ გაქვს ჩემი საყვარელი წიგნი ჯეკ ლონდონის ”მარტინ იდენი” წაიკითხე. თუ წაკითხული გაქვს სხვა წიგნებს შემოგთავაზებ.🙂

  5. January 25, 2013 7:21 pm

    ,,მარტინ იდენი ,, მეც ძალიან მიყვარს❤ მომწონს შენი ბლოგი🙂

  6. muse permalink
    July 2, 2013 5:40 pm

    axla vamtavreb kitxvas da vchedav ukve ;s
    momenatreba yvela ;s rudi da tomasi gansakutrebit❤
    boilanic momwonda me ;3

    • July 6, 2013 10:29 pm

      ბოილანი მე საშინლად არ მომწონს. ყველაზე მეტად რუდი და ტომასი❤ მაგრამ მაინც ტომასი ალბათ❤❤

  7. tornike permalink
    October 11, 2013 3:51 pm

    dzaan magari wignia yvelam waikitxet

  8. July 9, 2014 11:23 am

    ამ წიგნის ელექტრონული ვერსია არსებობს?

  9. January 3, 2015 12:28 pm

    მე ადრე მაქვს წაკითხული ♥ ძალიან მიყვარს

  10. February 25, 2015 6:33 pm

    gamarjoba :))) xo ver metyvit IRVIN SHOUS “MDIDAR GARIBS” sad shevidzen ??

  11. September 4, 2015 8:13 pm

    კითხვას ახლა მოვრჩი და ის მაინტერესებს რუდის ბოლოს ფრაზა რომ ახსენდება ეგ ტომასს აქვს ნათქვამი?

  12. temo permalink
    June 10, 2016 8:45 pm

    ეხლახანს ვიყიდე და ვაპირებ ამ დღეებშ წაკითხვას

    • June 23, 2016 6:20 am

      სად იყიდე? ახალ გამოცემას ვეძებდი და ვერ ვნახე მე ვერსად:/
      პ.ს. დიდი სიამოვნება გელის წინ ^_^

      • July 23, 2016 2:06 pm

        სიამოვნება არა ის კაი რა. წავიკითხე და სისულელეა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: