Skip to content

სეზანი, გოგენი და სერა

November 11, 2012

1880-იანი წლების საფრანგეთში იმპრესიონიზმმა ხელი შეუწყო მხატვრობის უფრო რადიკალური, ინდივიდუალური მიმდინარეობების ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა სამ მხატვარს – გოგენს, სეზანსა და სერას.

იმპრესიონიზმი ფრანგული ხელოვნების სადავო, მაგრამ ძალიან გავლენიან სკოლას წარმოადგენდა. დაძლია თუ არა პირველი უარყოფითი დამოკიდებულება, იმპრესიონიზმი მხატვრობის საყოველთაოდ აღიარებულ სტილად იქცა. ახლაგზარდა მხატვრები უარყოფდნენ მათი უშუალო წინაპრების ფასეულობებს და ხელოვნების საკუთარი ორიგინალური ასახვის შექმნას ცდილობდნენ.

ამ კონტრრევოლუცრიოური მოძრაობის სამი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ფრანგული მხატვრობის მომავალი ლეგენდები – პოლ სეზანი, ჟორჟ სერა და პოლ გოგენი. ინგლისელმა კრიტიკოსმა როჯერ ფრაიმ (1866-1934) პირველმა იხმარა ტერმინი ‘’პოსტიმპრესიონალიზმი’’, რომელიც ასახავდა ამ სამი მხატვრის შემოქმედებას და, ასევე მათი თანამედროვე ჰოლანდიელი ხელოვანის, ვინსენტ ვან გოგის ნახატებს.

ჟორჟ სერა

პოსტიმპრესიონისტთა ამ სამეულიდან, ჟორჟ სერა (1859-91) იყო ერთადერთი, ვინც ყველაზე ახლოს იყო იმპრესიონიზმის ორიგინალურ ნიშნებთან. რასაკვირველია, იმპრესიონისტების მსგავსად, მხატვრობაში მასაც იზიდავდა პარიზული ზაფხულის დღეებში, საღამოს გართობები, ყოველდღიური ცხოვრება, სანაპირო ზოლის პეიზაჟები და ა.შ.  შედარებით შეძლებული მშობლების შვილი, სერა არ ზრუნავდა საარსებო საშუალებებზე და ამიტომ, მთელ თავის ნერგიასა და დროს მხატვრობას უთმობდა. აღსანიშნავია, რომ კარიერის დასაწყისში მან ორი წელი მხოლოდ შავ-თეთრი ერებით ხატვას დაუთმო, ცდილობდა რა დაეხვეწეა ტონების შეხამება. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მან ფერების გამოყენება.

ფერთა გამოყენების სერასმიერი მიდგომა იყო მეცნიერული და დახელოვნებული. მისი ხელოვნების ძირითად მცნებას ‘’ოპტიკური ნარევი’’ წარმოადგენდა. იგი ჩვეულებრივ, კი არ ურევდა ფერებს პალიტრაზე, არამედ ტილოზევე ათავსებდა ორი სხვადასხვა ფერის წერტილებს ერთმანეთთან ახლოს. შეხედვისას ეს ორი ფერი თითქოსდა ერწყმოდა ერთმანეთს და უფრო ბრწყინვალე ეფექტს ქმნიდა. ასეთი წერტილების რაოდენობა მას დათვლილი ჰქონდა სურათის ზომისა და მისი დათვალიერების მანძილის მიხედვით. მხატვრობამ ამ ‘’გულმოდგინე’’ ტექნიკას ‘’პუანტალიზმი’’ ეწოდა. მის კლასიკურ ნიმუშს კი ‘’საკვირაო გასეირნება კუნძულ გრანდ-ჟატზე’’ (1846-86) წარმოადგენს.

მას შემდეგ, რაც ეფრები შეისწავლა, სერამ მთელი ყურადღება ხაზებზე გადაიტანა. მას სჯეროდა, რომ ზუსტად გათვლილ ხაზებს სპეციფიკური ემოცების გამოხატვა შეეძლოთ. მაგალითად, ზემოთ მიმრთული ხაზი გამოხატავდა ბედნიერებას, ქვემოთ დაშვებული- სევდას, ხოლო ჰორიზონტალური ხაზები – სიმშვიდეს.

ჟორჟ სერას ”საკვირაო გასერინება კუნძულ გრანდ-ჟატზე” (1884-86). ამ ნამუშევრის მთავარი არსი იმპრესიონისტებისათვის პოპულარული თემა იყო-მაღალი საზოგადოების პარიზელების ზაფხულის ერთი დღის გატარება. მამაკაცები და ქალბატონები ჩრდლოეთში ისვენებდნენ და თვალს ადევნებდნენ ნავების მოძრაობას მდინარე სენაზე. ამ დახვეწილ სურათზე გამოხატულია როგორც მოდის უკანასკნელი მიღწევები, ასევე ისეთი ახირებები, როგორიცაა მოშინაურებული მაიმუნის სასეირნოდ გამოყვანა. 

”ცირკი”

”მეთევზეები”

პოლ გოგენი

მშვიდი და მეთოდური სერასაგან განსხვავებით, პოლ გოგენი (1848-1903) იზიარებდა ვან გოგის მოსაზრებებს და სჯეროდა, რომ მხატვრობა შინაგანი ემოციების გამომხატველი უნდა იყოს. ვან გოგის თანამოაზრე იყო, ასევე, სამყაროს სრულყოფილების თვალსაზრისით.

ავტოპორტრეტი

გოგენის სწრაფვა ეგზოტიკისაკენ აიხსება პერუში გატარებული ბავშვობა. თუმცა ახალგაზრდობის წლები, ყველასგან განსხვავებით, უჩვეულო ვითარებაში გაატარა. იგი იყო მეზღვაური, ხოლო შემდეგ ბირჟის მაკლერი. მას ხუთი შვილი ჰყავდა. მთელი ოჯახით იგი საგარეუბნო სახლში დასახლდა, პარიზთან ახლოს. 35 წლის ასაკში, როდესაც გოგენმა მიაღწია პროფესიულ და ფინანსურ წინსვლასა და სტაბილორობას, მან ახალი ჰობი – მხატვრობა აირჩია. ამ გატაცებას კი თავი ვეღარ დაანება და 1886 წელს პონტ-ავენში (ბრეტანი), მხატვართა კოლონიაში გადასახლდა. იგი მოხიბლული დარჩა აქ გაბატონებული პრიმიტიული, თუმცა ღრმად რელიგიური ცხოვრების სტილით. მის ნახატში ‘’მოჩვენება ქადაგების შემდეგ’’ გოგენმა სცადა გადმოეცა სულებისა და დემონების უხილავი სამყარო. სწორედ ამ დროს თქვა მან უარი იმპრესიონიზმზე და ტილოზე ფერების განლაგების თავისებური ტექნიკა შეიმუშავა.

გოგენის ნახატი ”ქალი ყვავილით”(1891). ერთი წლით ადრე მხატვარი გაემგზავრა ტაიტიზე, რათა ”შევქმნა მარტივი და სადა ხელოვნება… და შევიცნო უმანკო ბუნების საიდუმლოებანი”. ოკეანიის კუნძულების მოსახლეობა და ცხოვრების სტილი მისი დიდი შთაგონების წყაროდ იქცა. 

პრიმიტივიზმის სიყვარულმა გოგენი შორეულ ქვეყნებში გაამგზავრა, სადაც მეტად ბუნებრივსა და იდეალურ საზოგადოებას ეძებდა. მისი ცხოვრებსი უკანასკნელი 12 წელიწდი ასე განაწილდა : დროის უმეტეს ნაწილს იგი ოკეანიის კუნძულებზე (ტაიტი, ჰივაოა) ატარებდა, ხოლო პარიზს ხანმოკლე ვიზიტებით სტუმრობდა. ოკეანიის კუნზულების მოსახლეობა და ცხოვრების სტილი მისი დიდი შთაგონების წყაროდ იქცა. ოკეანიის მცხოვრებლებს იგი ბუნებასთან ჰარმონიულ კავშირში ხატავდა.

პოლ სეზანი

თუ გოგენი ცდილობდა გამოესახა სულიერი სამყარო, პოლ სეზანი (1839-1906) პირიქით, მატერიალური სამყაროს გაანალიზებას შეეცადა. იგი დაიბადა ექს-ან-პროვანსში, შეძლებულ ოჯახში. 1860 წელს სეზანი გაემგზავრა პარიზში, სადაც გაეცნო იმპრესიონისტების ნამუევრებს და , რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღია ცის ქვეშ ხატვის გამოცდილებას. მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენიმე გამოფენაც კი მოაწყო იმპრესიონისტებთან ერთად, სეზანი არასოდეს იზიარებდა სრულად მათ მისწრაფებებს. მას აინტერესებდა ფერების არა მუდმივი ცვალებადობა და შუქ-ჩრდილის შემთხვევითი ეფექტები, არამედ ფერადოვანი გამის კანონზომიერი შეფარდებები და საგანთა მატერიალურობა.

ავტოპორტრეტი

1886 წელს, მამის სიკვდილის შემდგ, სეზანი დიდი ქონების მემკვიდრე გახდა და მშობლიურ მამულში ექს-ან-პროვანსში გადასახლდა. პერიფერიის პეიზაჟები მასში ღრმა შტაგონებას იწვევდა. მარტო სენტვიქტუარის მთას მან 60-მდე ნახატი მიუძვნა. მხატვარი დიდხანს ამუშვებდა ერთსა და იმავე მოტივს, ისრწაფვოდა ბუნების სიდიადის გახსნისაკენ, ცდილობდა შეექმნა ფორმის მთლიანობა. მისი თეორიები შემდეგი თაობებისათვის შთაგონების საგანს წარმოადგენდა. მაგალითად, კუბისტებზე დიდი გავლენა მოახდინა სეზანის ჩვევამ ერთი საგანი სხვადასხვა კუთხიდან წარმოედგინა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ისეთმა ხელოვანებმა, როგორიც იყვნენ პიკასო და ბრაკი, ეს იდეა უფრო განავრცეს და განავითარეს.

”სენტ-ვიქტუარის მთის ხედი”. სეზანმა მის მამულთან ახლოს მდებარე ამ მთის 60-მდე ნახატი შექმნა. პერიფერიის პეიზაჟები მასში ღრმა შთაგონებას იწვევდა. მხატვარი დიდხანს ამუშავებდა ერთსა და იმავე მოტივს, ისწრაფვოდა ბუნების სიდიადის გახსნისაკენ, ცდილობდა შეექმნა ფორმის მთლიანობა. 

წყარო: შემეცნების სამყარო

One Comment leave one →
  1. November 12, 2012 2:59 pm

    გოგენი ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: