Skip to content

‘’ ცოტაოდენი კოკაინი, რომელიც მივიღე..” – ზიგმუნდ ფროიდი

November 11, 2012

თითქმის  საუკუნის შემდეგაც  ამ ე.წ. კოკაინის ეპიზოდს სკანდალურობის ეფექტი არ დაუკარგავს და ფროიდის ბიოგრაფებს – ბერნფელდით, ჯონსით და აისლერით დაწყებული გაიმდე – დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ამ ეპიზოდის სათანადოდ შესაფასებლად. მიუხედავად ამისა ის მაინც ითვლება ფროიდის ერთ- ერთ მცირერიცხოვან ნაკლად, სხვა მხრივ უნაკლო სამეცნიერო ბიოგრაფიაში. თანაც არაფერია განსაკუთრებული იმაში, თუ მან ნერვების მკურნალობის დამწყებმა პრაქტიკოსმა, ახალი ნევრასთენული მედიკამენტის კვლევა დაიწყო.


ფროიდის მიერ 1884 წელს დაწყებულმა ექსპერიმენტმა იმ დროს სრულიად უცნობი ალკალოიდ კოკაინით, მას შანსი მისცა თავი გამოეჩინა კვლევის იმ სფეროში, რომლიც ფროიდის აკადემიურ პედაგოგთა ინტერესების სფეროს სცილდებოდა. სენსაციური სამეცნიერო მიღწევი სახელის მოხვეჭის  პერსპექტივაც კარგი ჩანდა, რასაც მისი და მისი ცოლის ამბიციის გამო ყოველი საშუალებით შეეცდებოდა. ის, რომ იგი კოკაინის ანტიდეპრესიულ, ეიოფორიულ ეფექტს საკუთარ თავზე ცდიდა, კარგად ჩანს საცოლის წერილებიდანაც და მას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის, თუნდაც ერთხანს, კოკაინზე დამოკიდებული იყო. იმ ფაქტისგან, რომ კოლეგასა და მეგობარს, ნიჭიერ  ერნსტ ფლაიშლ ფონ მარქსოს მორფინიზმისაგან ფსიქოტროპული  ნარკოტიკით (რომლის ნარკოტიკული ხასიათის შესახებ მაშინ, ალბატ, არავის ჰქონდა წარმოდგენა) თავის დაღწევა შესთავაზა, ზოგიერთმა ისტორიკოსმა გაკიცხა. ერთ-ერთმა მისმა თანამდროვე ექიმმა ალბრეხტ რლენმაიერმა მკაცრად გააკრიტიკა ფროიდის მიერ გამოთქმული  თვალსაზრისი, რომ თითქოს კოკაინი შესაფერისი საშუალება იყო მორფზე დამოკიდებულებისაგან თავის დასაღწევად და უსაყვედურა, რომ მან კოკაინის სახით კაცობრიობას ალკოჰოლისა და მორფის გვერდით მესამე უბედურება მოუვლინა.

ცნობილია, რომ ფროიდმა 1884-დან 1887 წლამდე ხუთი ნაშრომი გამოაქვეყნა კოკაინის შესაახებ, რომლებიც დღემდე მნიშვნელოვან შენატანად ითვლება თანამედროვე ფსიქოფარმაკოლოგიაში. ისიც საგულისხმოა, რომ მან ფალიშლ ფონ მარქსოსის შემთხვევაში დროულად ვერ გამოიცნო ნარკოტიკზე (კოკაინზე) დამოკიდებულების ჩამოყალიბების შესაძლებლობა და, რომ მან თავის კვლევებს კოკაინის შესახებ ცელქობა და ახალგაზრდული ცოდვა უწოდა. გარდა ამისა, ფროიდმა იმ მხრივაც განიცადა მარცხი კვლევაში, რომ მან კი არა, არამედ მისმა თანაკურსელმა კარლ კოლერმა აღმოაჩინა კოკაინის ადგილობრივი ანესთეზიოლოგიური გავლენის უნარი თვალზე და ამით ის საერთაშორისო სამეცნიერო აღაირება მოიხვეჭა, რომლის მოხვეჭასაც ფროიდი იმედოვენბდა, კოკაინის ისტორიამ, – წერდა 1884 წლის შმოდგომაზე ოდნავ იმედგაცრუებული ფროიდი, ანუ ჯერ კიდევ ფლაიშლ ფონ მარქსოსთან მარცხამდე, -” მე ბევრი პატივი მომიტანა, მაგრამ ლომის წილი სხვას ერგო.”

წყარო:  ჰანს-მარტინ ლომანი – ”ზიგმუნდ ფროიდი”

4 Comments leave one →
  1. November 11, 2012 12:43 pm

    საინტერესოა.
    ფროიდის წიგნი თუ მოგეპოვებათ არ დამიმალოთ : )))

  2. November 11, 2012 1:37 pm

    მე ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე. ვაპირებ ყიდვას ოღონდ არ ვიცი სად შევიძინო🙂

    • November 18, 2012 9:01 am

      რა ჰქვია წიგნს?
      ბიბლიოთეკაში როგორ ვიპოვო?

      • November 18, 2012 2:54 pm

        წყაროში რაც მაქვს მითითებული ზუსტად მასე ჰქვია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: