Skip to content

ტემპერამენტის ტიპები

December 25, 2012

ქოლერიკი– გამოირჩევა აგზნებადობით, ძლიერი განცდების ხშირი მონაცვლეობით, უარყოფითი გრძნობებისადმი ტენდენციით, გუნების ხშირი მონაცვლეობით, სიფიცხით, დიდი მოძრაობით, მდიდარი მიმიკით და მეტყველი ჟესტიკულაციით.
სანგვინიკისათვის დამახასიათებელია ადამიანებთან კონტაქტის სწრაფი დამყარება, დადებითი გრძნობებისადმი ტენდენცია, მხიარულება, ცვალებადი განცდები; იგი მოძრავია, სწრაფად ერკვევა ირგვლივ შექმნილ სიტუაციაში, ძნელად ეგუება ერთფეროვან სამუშაოს.

ფლეგმატიკი  გულდახურულია, ნაკლებად მოძრავი, მისი მიმიკა და ჟესტები ძუნწია, აქვს ტენდენცია დადებითი გრძნობებისადმი, წონასწორობიდან მისი  გამოყვანა ძნელია; დასახულ ამოცანას  თუ მქომედებას დინჯად, აუჩქარებლად მოიფიქრებს, მაგრამ როცა მიიღებს გადაწყვეტილებას, მიზნისაკენ დაჟინებით მიისწრაფვის. ამგვარი ტიპის ნერვული სისტემის მქონდე ადამიანებს პავლოვი ”ცხოვრების მშრომელებს” უწოდებდა.

IMG_5822

ჰერლუფ ბიდსტრუპის დახვეწილი იუმორით აღსავსე ამ უსიტყვო ნახატზე შესანიშნავადაა გადმოცემული სხვადასხვა ტემპერამენტის ადამიანთა რეაქცია ერთსა და იმავე ფაქტზე, სახელდობრ, ქუდის დაჭმუჭვნაზე. სურათების ზემოდან ქვემოთ განხილვა ამხელს მის პერსონაჟებში ქოლერიკს, ფლეგმატიკს, მელანქოლიკსა და სანგვინიკს, ე.ი. ნერვული სისტემის ოთხივე ძირითადი ტიპის წარმომადგენლებს.ამგვარი ნახატის ავტორი უთუოდ ზედმიწევნით დაკვირვებული ადამიანია.

მელანქოლიკი გულჩათხრობილი და ეჭვიანია, მას ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს; აქვს ტენდენცია უარყოფითი გრძნობებისადმი. გრძნობები ნელ-ნელა აღეძვრის, მაგრამ ისინი ღრმა და ხანგრძლივია; ჟესტები და მიმიკა გაუბედავი აქვს, ხშირად ნაღვლიანია.

ტემპერამენტის შესაბამისად ადამიანთა რეაქცია ერთსა და იმავე მოვლენაზე შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. ეს ფაქტი ხატოვნადაა გადმოცემული ცნობილი დანიელი მხატვრის ჰერლუფ ბიდსტრუპის მხიარულ ნახატ-მოთხრობაში.

ტემპერამენტის ზემოთ აღწერილი ტიპები წმინდა სახით ცხოვრებაში შედარებით იშვიათია. უფრო ხშირად ვხვდებით ადამიანებს ტემპერამენტის ნარევი ტიპით, რაც მიიღება ნერვული სისტემის სხავდასხვა ტიპის ცალკეული ნიშნების კომბინირებით.

სოციოლოგიის თვალსაზრისით თითოეულ ტემპერამენტს გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მიუხედავად იმისა, რომ ტემპერამენტი ორგანიზმსი თანდაყოლილი თვისებაა, მტკიცე ნებისყოფის ადამიანს მაიცნ შეუძლია უარყოფითი მხარეების ჩახშობა და დადებითის განვითარება იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ტიპის ნერვული სისტემის მფლობელია იგი.

წყარო: ს.კახიანი, ზ.კახიანი, დ.ასათიანი ”მიმიკა”

 

3 Comments leave one →
  1. March 18, 2013 5:59 am

    გაგა ნიჟარაძის ლექცია გამახსენდა, “თავისუფალში”🙂

  2. Sofo permalink
    July 3, 2014 4:51 pm

    ქოლერიკი ვყოფილვარ ;დ

    • July 4, 2014 6:44 pm

      მე ქოლრეიკსა და სანგვინიკს შორის ალბათ. არ ვიცი :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: