Skip to content

12 რჩევა: როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ადამიანმა ჩვენი აზრი გაიზიაროს

December 30, 2012

Quotes-advices-uplifting-the-spirit13

1. კამათში ნუ ცდილობთ გამარჯვებას მიაღწიოთ.ერთ-ერთ ჯგუფში ირლანდიელი მსმენელი მყავდა, რომელსაც ”მებრძოლი” ხასიათი ჰქონდა და ვერა და ვერ მოაბა თავი სატვირთო მანქანების გასაღების საქმეს. მასთან საუბრის შემდეგ მივხვდით, რომ ყველაფერზე ეკამათებოდა ყველა იმ ადამიანს, რომელთანაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. საკმარისი იყო ვინმე კლიენტს შენიშვნა გამოეთქვა, რომ მზად იყო ჩხუბის დონეზე ეკამათა.    ჩვენებით კი აჩვენა, მაგრამ ვერაფერიც ვერ გაყიდა. ”

ამდენად ჩემი უპირველესი ამოცანა იყო, მესწავლებინა მისთვის არა ლაპარაკი, არამედ თავის შეკავება და ისე რომ მორიდებოდა სიტყვიერ შეურაცყოფას.

ბენჟამინ ფრანკლინი ამბობდა:   ” თუ თქვენ  კამათობთ და საწინააღმდეგო აზრს ამტკიცებთ, ხანდახან გამარჯვებული გამოხვალთ, მაგრამ ეს უაზრო გამარჯვებაა, რადგან ვერასოდეს ვერ მიაღწევთ მოწინააღმდეგის კეთილგანწყობას.”

2. თუ გინდათ რომ არ გყავდეთ მტრები, არასოდეს არ უთხრათ, რომ არ ხართ მართალი

თუ ადამიანი ამბობს რაღაცას და თქვენ ფიქრობთ, რომ იგი ცდება, განა უკეთესი არ არის, თქვენს მოსაუბრეს ასე მიმართოთ: ”მე არ გეთანხმებით, მაგრამ შეიძლება ვცდებოდე, მოდით ფაქტებში გავერკვეთ. ”

ახალგაზრდა ადვოკატი პროცესზე სიტყვით გამოდიოდა. მოსამართლის შეკითხვაზე ადვოკატმა პირდაპირ უპასუხა :”თქვენო ბრწყინვალებავ, ასეთი სტატუსი არ არსებობს”.   ადვოკატი იხსენებს, რომ ეს მისი ბრწყინვალე გამოსვლა იყო, მაგრამ შეცდომა დაუშვა, რადგან სწავლულსა და გამოჩენილ პიროვნებას შეცდომაზე პირდაპირ მიუთითა.

18-advice-post-it

3. თუ მტყუანი ხართ-აღიარეთერთხელ ტყეში ჩემს პატარა ძაღლთან ერთად ვსეირნობდი, რომელსაც სადრუნჩე არ ეკეთა. პოლიციელს შევეჩეხეთ, რომელსაც წყურვილი ჰკლავდა თავისი ძალაუფლება ეჩვცენებინა ჩემთვის. ”თქვენ დანაშაულზე წამასწარით, დამნაშავე ვარ. თქვენ ხომ გამაფრთხილეთ.”

ამ პოლიციელს, როგორც ყველა ჩვეულებირვ ადამიანს ძალიან უნდოდა თავისი ღირსება ეგრძნო, ამიტომ როცა მე დამნაშავედ ვცანი თავი, მან შემწყნარებლობა გამოიჩინა. 

4. დასაწყისში გამოავლინეთ თქვენი მეგობრული დამოკიდებულება

1915 წელს  ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფიცვები დაიწყო კოლორადოში როკფელერის წინააღმდეგ. აჯანყებულები მზად იყვნენ ფეხებით ჩამოეკიდათ იგი. და აი, ასეთი სიძულვილილის ატომსფეროში, როკფელერმა გადაწყვიტა აჯანყებულები თავის მხარეზე გადმოებირა. მან ეს გააკეთა კიდეც. როგორ? ორი კვირის შემდეგ იგი სიტყვით გამოვიდა მათ წინაშე. ეს სიტყვა შედევრად შეიძლება ჩაითვალოს: ”მე მეამაყება, რომ თქვენს წინაშე გამოვდივარ იმის შემდეგ, რაც თქვენი ოჯახები მოვინახულე, ვნახე თქვენი მეუღლეები და შვილები და ჩვენ შევხვდით ახლა, არა როგორც უცხო ადამიანები, არამედ, როგორც მეგობრები.” შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ვამაყობ ამ შეხვედრით. ეს შეხვედრა, რომ ორი კვირის წინ მომხდარიყო, მე ბევრი მათგანისთვის უცხო ვიქნებოდი. მოვინახულე რა უმრავლესობის ოჯახები, ახლა ვხვდებით ერთმანეთს როგორც მეგობრები. ”

ადამიანებს შეიძლება რაღაც არ სურთ, მაგრამ დაყოლიება შეიძლება, თუ მათ თავაზიანად, ტაქტიანად მოვექცევით.

მაშ:”საუბარი დაიწყეთ მეგობრული ტონით.”

5. სოკრატეს საიდუმლო27703

ადამიანი, რომელიც თავიდანვე გონივრულად ლაპარაკობს, დასაწყისიდანვე დადებით პასუხებს იღებს. იგი ისე წარმართავს თავისი მსმენელის განწყობას, რომ დადებითი პასუხისათვის განაწყობს მას.

სოკრატე გენიალური პიროვნება იყო. მან მკვეთრად შეცვალა ადამიანთა აზროვნების წესი და ახლაც 23 საუკუნის შემდეგ, იგი ერთ-ერთ ყველაზე ბრძენ ადამიანად ითვლება მათ შორის, ვისაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა წინააღმდეგობით აღსავსე ამ სამყაროზე. ადამიანთა შორის ურთიერთობის მისეული მეთოდი, რომელსაც ახლა ”სოკრატეს მეთოდს” უწოდებენ, ემყარება იმას, რომ მოსაუბრისაგან დადებითი პასუხი მოისმინოს. იგი ასეთ კითხებს იძლეოდა, მანამ სანამ მოწინააღმდეგე თავად არ ჩასწვდებოდა საგნის არსს, სანამ თავად არ დაეთანხმებოდა იმას, რასაც სულ რამდენიმე წუთის წინ გულმოდგინედ უარფოდა.  ერთი კაცი ბანკში ანგარიშის გასახსნელად მივიდა, ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა. როცა მას განუმარტეს, რომ ეს პასუხები ბანკის კი არა მისი ინტერესებისთვის იყო სა ჭირო, ამ კაცის დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა.

ამრიგად: ” ეცადეთ თანამოსაუბრისგან დასაწყისიდანვე დადებითი პასუხი მიიღოთ”.

6.დააცადეთ თანამოსაუბრეს გამოთქვას თავისი აზრი

უმრავლესობა ადამიანებისა, რომლებსაც სურთ, რომ მათი თვალსაზრისი გაიზიარონ, ძალიან ბევრს ლპარაკობენ. დააცადეთ სხვებს, გითრან ის, რაც მათ საჭიროდ მიაჩნიათ. 

ნიუ-იორკის ერთ-ერთმა გაზეთმა ფინანსებისადმი მიძღვნილ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ სჭირდებოდა დიდი ნიჭისა და გამოცდილების ადამიანი. ერთ-ერთმა პიროვნებამ ჩარლზ კუბელისმა გაგზავნა თავისი მოანცემები და იგი მიწვეულ იქნა . ჩარლზმა რამდენიმე საათი უოლ-სტირრტზე გაატარა, რათა მას ყველაფერი გაეგო ამ ადამიანის შესაახებ, რომელმაც ის ფირმა დაარსა, მოლაპარაკების დროს მან თქვა: ”მე მეამაყება, რომ ისეთ ორგანიზაციასთან მაქვს საქმე, როგორიც თქვენია. თქვენ მგონი 28 წლის წინ ერთი მაგიდისა და სტენოგრაფისტის გარდა არაფერი გაგაჩნდათ.”

თითქმის ყველა წარმატებულ ადამიანს უყვარს წარსულში დამარცხებული დღეების გახსენება. არც ეს პიროვნება იყო გამონაკლისი. იგი ამაყობდა თავისი წარმატებით და სიამოვნებითაც ლაპარაკობდა მათზე. შემდეგ მისტერ კაბულისს თავისი გამოცდილების შესახებ გამოჰკითხა და თავის ვიცე-პრეზიდენტს უთხრა:”ვფიქრობ, რომ ეს ის პიროვნებაა, რომელიც ჩვენ გვჭირდება.”

ამგვარად, ”მიეცით საშუალება სხვას ბევრი ილაპარაკოს, თქვენ კი – ცოტა.”

7.  როგორ მივაღწიოთ თანამშრომლობას  (დაე თქვენმა მოსაუბრემ იფიქროს, რომ იდეა ეკუთვნის მას)

თქვენ უფრო იმ იდეისა გჯერათ, რომელიც თავად მოგივიდათ თავში და არა იმისა, რომელიც ”ვერცხლის ლანგრით” მოგართვეს. თითოეული ადამიანისათვის არასასასიამოვნოა იმის აღიარება, რომ ვინმემ აიძულა ეყიდა ან გაეკეთებინა რამე. ერთ-ერთ მხატვარს გვარად ვესონს ყოველთვიურად მიჰქონდა ესკიზები ერთი დაინტერესებული კაცისათვის. იგი ყურადღებით ათვალიერებდა მათ და უარს ამბობდა. ვესონმა გადაწყვიტა ახალი მეთოდი გამოეყენებინა: აიღო რამდენიმე დაუმთავრებელი ესკიზი. ხომ ვერ მირჩევდით როგორ ჯობია დავამთავრო იგი? მხატვარმა ესკიზები დაამთავრა ყველა შენიშვნის გათვალისწინებით და ისინი ამ პიროვნებამ შეიძინა.

”ახლა კი მესმის, რატომ ვერ შევძელი გამეყიდა თქვა მისტერ ვესონმა- მე ვცდილობდი დამერწმუნებინა იგი ეყიდა ის ესკიზები, რომელსაც მე ვთვლიდი საჭიროდ, ახლა კი ვთხოვ მას მომაწოდოს იდეა. მე აღარ მჭირდება მივყიდო მას ესკიზები. იგი თვითონ ყიდულობს მათ ჩემგან.”

ამრიგად, თუ გსურთ ადამიანებმა გაიზიარონ თქვენი თვალსაზრისი, დაიცავით მეშვიდე წესი:”მიეცით ადამიანებს საშუალება იგრძნონ, რომ იდეა, რომელიც თქვენ მიაწოდეთ ეკუთვნით მათ და არა თქვენ.”

8.  პრინციპი, რომლითც თქვენ შგიძლიათ სასწაულებრივ შედეგს მიაღწიოთ (ანუ ეცადოთ სხვისი თვალით შეაფასოთ მოვლენები)

გახსოვდეთ, რომ ადამიანი შეიძლება ცდებდოეს, მაგრამ იგი ამაზე არ ფიქრობს. ჭკვიანი ადამიანი ეცდება გაუგოს მას და არა განსაჯოს იგი.

ყოველ ადამიანს აქვს რაღაც მიზეზი, რომ ასე მოიქცეს და არა ისე. მოძებნეთ ეს ფარული მიზეზი და თვენ ხელთ გექნებათ გასაღები, რომლის საშუალებითაც ამოხსნით მის მოქმედებას. შეეცადეთ მის ადგილზე დადგეთ. თუ თავს ეტყვით:”როგორ მოვიქცეოდი, მის ადგილას რომ ვყოფილიყავი?”- თქვენ ბევრ დროს მოიგებთ და ნერვებსაც გაუფრთხილდებით, რადგან როცა მიზეზი ვიცით უფრო შემწყნარებლობას ვიჩენთ შედეგების მიმართ. 

9. რა სურს ყოველ ჩ ვენთაგანსshutterstock_29540434-e1342558637991

გსრუთ იცოდეთ მაგიური ფრაზა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეწყვიტოთ კამათი, აიცილოთ არაკეთილგანწყობილება და აიძულოთ ადამიანი, რომ ყურადღებით მოგისმინოთ?

აი, ეს ფრაზა: ” მე ოდნავადაც არ გამტყუნებთ იმის გამო, რომ თქვენ ასე ფიქრობთ და არა ისე, თქვენს ადგილას მეც ასე ვიფიქრებდი.” ასეთი პასუხი დააშოშმინებს ყველაზე ჭირვეულსაც და თქვენ კი გულწრფელი იქნებით.

ადამიანთა უმრავლესობა თანაგრძნობას საჭიროებს. თანაგრძნობა გაუწიეთ მათ და ისინიც შეგიყვარებენ.  თანაგრძნობა – აი, რაც ძალიან სწადია ადამიანს.  ასე რომ, თუ გსურთ ადამიანებმა გაიზიარონ თქვენი თვალსაზრისი, გახსოვდეთ:” თანაგრძნობით მოეკიდეთ სხვა ადამიანების იდეებსა და სურვილებს.”

10. მიმართვა,რომელიც ყველას მოსწონს

მორგანი ამბობს:”ადამიანის საქციელს ორი მიზეზი უდევს საფუძვლაად : ერთი ის, რომელიც კეთილშობილურად ჟღერს, მეორე კი ჭეშმარიტი მიზეზი. ” თავად ადამიანი იმ ჭეშმარიტ მოტივზე  ფიქრობს, მაგრამ ჩვენ სულით იდეალისტები უფრო მეტად კეთილშობილურ მისწრაფებაზე ვფიქრობთ, ამიტომ როცა გსურთ ადამიანებმა თქვენი აზრი გაიზიარონ მიმართეთ კეთილშობილურ მოტივებს. ადამიანებს როგორც წესი სურთ იყვნენ პატიოსანნი და გადაიხადონ ვალი წესიერად, მარგამ ადამიანი, რომელიც  არც ისე წესიერია, თუ თქვენ მას აგრძნობინებთ, რომ თვლით წესიერ და სინდისიერ ადამიანად, ისე მოიქცევა, როგორც თქვენ გსურთ.

11. გამოიყენეთ თქვენი იდეების განხორციელების თვალსაჩინოება

Levis_574_imgთვალსაჩინოების მნიშვნელობა საქმიანი ოპერაციების დროს არის შესანიშნავი ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ შეიძლება კარგ შედეგებს მივაღწიოთ ვაჭრობაში თუ სხვა საქმიანობაში. ამის მაგალითია ის თუ როგორ იხსნა სათამაშოებზე აღნიშნულმა მიკიმაუსის სახელმა ფაბრიკა გაკოტრებისაგან. კრესლერი კი თავის მანქანებზე სპილოებს სვამდა იმისათვის, რომ  მყიდველები დარწმუნებულიყვნენ მანქანის გამძლეობაში.

12. გამოიწვიეთ სურვილი შეჯიბრებისა ”ყველაზე ეფექტური საშუალება გააკეთებინო ადამიანს რამე, იმაში მდგომარეობს, რომ მასში გამოიწვიოთ სურვილი შეჯიბრებისა, შეჯიბრი, რომელიც გამოავლენს პირადი უპირატესობის გრძნობას სხვასთან შედარებით – სურვილი სხვაზე უკეთესი იყოს, სწრაფვა იმისაკენ, რომ გამოწვევას გამოწვევით უპასუხოს არის ძლიერი და ენერგიული ადამიანების თვისება.

ამრიგად, ადამიანებს მართავს თავიანთი ღირსების და უპირატესობის, გამარჯვების მიღწევის სურვილი. 

წყარო: ელენე ფანჩულაძე -”ჰარმონიული ურთიერთობის ფსიქოლოგიური საიდუმლო”

 

 

 

2 Comments leave one →
  1. December 31, 2012 8:19 am

    საინტერესო იყო🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: