Skip to content

როგორ უყვარდათ დიდ ადამიანებს (ნაწილი I)

January 2, 2013

e18398e1839ae18398e18390-e18393e18390-e1839de1839ae183a6e18390-e183ade18390e18395e183ade18390e18395e18390e183abe18394-e18392e183a3

ილია  ჭავჭავაძის ბარათი, მიწერილი ოლღა გურამიშვილისადმი:
”…გიხარია, კახეთში გამგზავრებაზე უარს რომ ვამბობ? თუ მართლა გიხარია,იცი, ამ სიხარულს ვის უნდა უმადლოდე? შენს ბარბარეს. იმან მართლა შემაშინა, მითრა, რომ ჩემ გამგზავრებაზე ფიქრით თურმე შენს თავს აღარ ეკუთვნი, რომ მთელი დღე მოწყენილი ხარ, დარდობ, მიზეზიანობ, ბრაზობ და ასე შემდეგ. ეს რომ აღარ გაგრძელდეს, მაშინვე გადავწყვიტე, თუნდაც კახეთში ყველაფერი ყირაზე დადგეს, აღარ გავემგზავრო. დავრჩები, რომ ჩემი გიჟი და მიზეზიანი ოლიკო დავამშვიდო… რატომ არ ამიკრძალე გამგზავრება გუშინვე, როცა გამგზავრების ამბავი გითხარი? ეს არაა შენი მხრით კარგი, ეს ნიშნავს- შენ თითქოს ჩემი ხარ, ამასთანავე ბოლომდე არა ხარ ჩემი. როგორც ამბობენ ხოლმე, შენ მარტო ჩემი მომავალი მეუღლე კი არა, ჭეშმარიტი მეგობარიც ხარ. მაშ, რატომ არ უნდა უთხრა მეგობარს, რა გწყინს, რა გიხარია. არ იფიქრო, ოლიკო, თითოს ვჯავრობდე.  მე კი ისე არ მიყვარხარ, და ისე კი არ გცემ პატივს, რომ ნება მივცე ჩემ თავს გაჯავრებისა, მაგრამ ცოტათი არ მესიამოვნა. შენ არ გინდოდა ჩემი გამგზავრება და არც კი მითხარი. თვითონვე გუშინ ერთი გებრძანებინა და დაუნანებლად დავმორჩილდებოდი. შეიძლება მხოლოდ ერთელ ზედმეტად მეკოცნა ამისათვის. ”

                                                                                        შენი ილიკო

ოლიკო!

რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეა, ჩემო კარგო, მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა: უიმისოდ ბედნიერება კარგად გრძნობს თავს და იგრძნობს კიდეც, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად თავიანთი ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან…

მე არც ისე ღარიბი ვარ, როგორც გწერდი. მე აღმომაჩნდება ჩვენი ცხოვრებისთვის სახსრები, ვიცხოვრებთ ისე, როგორც მრავალნი ცხოვრობენ; მაგრამ მე ვცდილობდი, უფრო ღარიბად მეჩვენებინა თავი, ვიდრე ნამდვილად ვარ, იცი რატომ? იმიტომ, რომ თუ ასეთი უბრალო რამ შეგაშინებდა, შეგეძლო მაშინვე უარი გეთქვა ჩემთვის. მე ასეთი ცოლის ყოლას არ მოვისურვებდი… გარდა ამისა, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ შენ ადამიანს უყურებ და არა ოქროთი გატენილ ზანდუკს ან ჯვრებითა და ვარსკვლავებით მორთულ აბრას, არამედ, როგორც ღვთის მიერ შექმნილ არსებას, რომელშიც უპირველეს ყოვლისა, მისი სული უნდა მზიანობდეს.

ოლიკო, ვინ გეძახს პატრიოტს? იმათ რაც უნდა თქვან, შენ მართლა პატრიოტი მეყოლები. განა ასე არ არის ჩემო სულიკო? ეს დიდებული სახელწოდება მათთვის საძრახია, ჩემო კარგო, მაგრამ შენ ამით იამაყებ.- იმიტომ მეჩვენები ძვირფასად, იმიტომ უყვარხარ შენს ილიკოს. ოლიკო, მახსოვს, დოღზე ვიყავით, შენ შემაქე და პატრიოტი მიწოდე. თუმცა, ჩემისთანა სუსტი ძალის ადამიანი სად შეწვედება პატრიოტიზმს, მაგრამ სიტყვებითა და კილოთი რომელიც შენ თქვი, მე მივხვდი, ვისთანაც მაქვს საქმე !

შენი ილიკო

2 Comments leave one →
  1. January 5, 2013 2:26 pm

    კარგია

  2. November 8, 2013 7:43 am

    ძალიან კარგია…დიდი მადლობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: