Skip to content

Вам и не снилось..))

January 17, 2013

ახალგაზრდების უმეტესობას რუსული ფილმები დიდად არ მოსწონთ. არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ ეს ფილმი ძალიან თბილი, ემოციებით დახუნძლული და უბრალოდ  კარგი საყურებელია.  ფილმი ეხება ორ მოზარდს შორის წარმოშობილ პირველ სიყვარულს, რომლის ძალაც ყველას მოგეხსენებათ როგორი დიდიც არის.🙂

ყველაფერი იწყება მაშინ, როცა კაწიას დედა მეორედ თხოვდება და საცოხვრებლად სხვა ქალაქია გარეუბანში გადადის შვილსა და ქმართან ერთად. აღმოჩნდება, რომ მათ მეზობლად ცხოვრობს  მისი ბავშვობის სიყვარული ცოლისა და კაწიას ტოლი შვილის- რომკას თანხლებით.

52567

კაწია რომკას კლასელი გახდება.🙂 მათ  სიგიჟემდე შეუყვარდებათ ერთმანეთი, თუმცა ამ ფაქტს ვერა (რომკას დედა) საკმაოდ ცუდად ეკიდება და მათ დაშორებას ცდილობს. მიუხედავად ამისა, ნამდვილი სიყვარულის სიდიადე სწორედ რომ იმაშია, დაბრკოლებებს რომ უძლებს და წინააღმდეგობების მიუხედავად არ  ღაფავს სულს.🙂

ფილმის მთავარი გზავნილიც ეს არის – მსოფლიოს სიყვარული განკარგავს ! უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი უანაგაროდ და  ძალისხმევა არ დავიშუროთ საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანის გასაბედნიერებლად.

ნახეთ ეს ფილმი აუცილებლად. დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: