Skip to content

მიმიკა

January 19, 2013

eleonora-da-toledo-1543

აგნოლო ბრონზინო – ”ელეონორა  ფონტოლედოს პორტრეტი”. პრაღა. ეროვნული გალერეა.

სახის მშვიდი გამომეტყველება, რომელიც შეესაბამება ანალოგიურ ემოციურ მდგომარეობას განპირობებულია ჩვეულებრივ ტონუსში მყოფი მიმიკური კუნთების ფუნქციური გაწონასწორებით.

litta

ლეონარდო და ვინჩი. ‘‘მადონა ჩვილით.” ლენინგრადი. ერმიტაჟი.

აღორძინების ეპოქის ხელოვნების ამ მშვენიერ ტილოზე განუმეორებელი ოსტატობითაა გადმოცემული დედის სულიერი განწყობილება. თითქმის შეუმჩნეველი ნაზი ღიმილით, რომელიც ჩამალულია პირის ოდნავ აწეულ კუთხეებში, მადონა უსაზღვრო ალერსით დასცქერის ჩვილს.

boy-with-a-dog

ბართოლომე ესტებან მურილიო. ‘‘ბიჭი ძაღლით”. ლენინგრადი. ერმიტაჟი.

ყურადღებას იქცევს  ბიჭის ბუნებრივი პოზა. იგი შემობრუნებულია ძაღლისაკენ და ჟესტით ატყობინებს, რომ კალათი ცარიელია და ამიტომ მისი სურვილი, რამე გამოსცინცლოს, უნაყოფო დარჩება. ბიჭის კეთილი განწყობა თავისი  ოთხფეხა მეგობრისადმი ხაზგასმულია სათნო ღიმილით, რომელიც მიმიკურად პირის კუთხეების ზომიერ აწევაში გამოვლინდება.

echo-scream

დავით ალფარო სეკეიროსი. ”ტირილის ექო’‘. ნიუ-იორკი. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.

გაღებული პირის კუთხეების მაქსიმალური დაწევა, ზემოთ აწეული და რკალისებურად მოდრეკილი ცხვირ-ტუჩის ღარების მკვეთრი გამოსახვა, დაწეულ წარბებს შორის კანის ვერტიკალური და განივი ნაოჭების გაჩენა კარგად გამოხატავს ბავშვისათვის დამახასიათებელ არა უზნეო, არამედ ჭეშმარიტი ტირილის მიმიკას.

vision-of-blessed-alonso-rodriguez-1633.jpg!xlMedium

ფრანსისკო დე სურბარანი. ”უმწიკვლო ალონსო როდრიგესის ზმანება”. მადრიდი. წმინდა ფერნანდოს აკადემია.

სურათზე შესანიშნავადაა გამოხატული ხანდაზმული მამაკაცი,რომელიც ყურადღებით აკვირდება რაღაც მოვლენას, რაზედაც მიუთითებს წარბებისა და ზედა ქუთუთოების ოდნავი აწევა, შუბლის კანზე განივი ნაოჭების გაჩენა და მზერის გარკვეული მიმართულება.

Rembrandt-Harmenszoon-van-Rijn-Titus-Oil-Painting

რემბრანდტ ვან რეინი. ”ტიტუსის პორტრეტი.” როტერდამი.მუზეუმი. 

შეწყვიტა რა მუშაობა, ჭაბუკი ცდილობს გაიხსენოს, რაზეც მეტყველებენ აწეული წარბები და სივრცეში მიმართული გაფანტული მზერა. მოგონების  მიმიკას აძლიერებს დამახასიათებელი პოზა-ცერზე დაყრდნობილი ნიკაპი.

წყარო :ს.კახიანი, ზ.კახიანი, დ.ასათიანი -”მიმიკა”

One Comment leave one →
  1. July 15, 2013 6:46 pm

    This paragraph is actually a nice one it helps new web
    people, who are wishing for blogging.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: