Skip to content

შტეფან ცვაიგი – ”მოუთმენლობა გულისა”

April 21, 2013

vlcsnap-782823რამდენიმე დღის წინ ბიბლიოთეკაში იმ მიზნით შევედი, რომ წიგნი დამებრუნებინა. საქმეები ბევრი მქონდა და შეიძლება არც მეხალისებოდა დიდად ახალი წიგნის წაკითხვა იმ ეტაპზე, მაგრამ რატომღაც ძალიან მომინდა რომელიმე კარგი რომანის დაწყება, სადაც ცოტა დაძაბულობაც იქნებოდა, სიყვარულიც და, ზოგადად, იქნებოდა ისეთი, მე რომ მომეწონებოდა და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხავდი.  ბიბლიოთეკარსაც ასე ვუთხარი. მან შტეფან ცვაიგის ”მოუთმენლობა გულისა” შემომთავაზა. სათაურმა  უკვე ძალიან მომხიბლა, რადგან ვიფიქრე ეჭვგარეშე აღმოვაჩენდი ამ წიგნში რამეს ჩემეულს. მოუთმონლეობა  ზუსტად ის სამწუხარო თვისებაა, რომელიც, წიგნის პერსონაჟის მსგავსად, მეც მახასიათებს. ინტერესი განსაკუთრებით მაშინ გამიმძაფრდა, როცა ჩემმა მეგობარმა მითხრა აუცილებლად წაიკითხე, ძალიან კარგი წიგნიაო. მოკლედ გთაგვაზობთ ამონარიდებს ამ წიგნიდან. იმედი მაქვს თქვენც გაგიჩნდებათ მისი წაკითხვის სურვილი.  წიგნის შინაარსს გამიზნულად არ გთავაზობთ, რადგან ამით შეიძლება თქვენში ინტერესი ჩავკლა.

” თანაგრძნობა ძალზე საჭოჭმანო რამ არის და ვინც თავს ვერ ართმევს მას, ჯობია ხელი აიღოს, გულთან ახლოს არ გაიკაროს.  მხოლოდ დასაწყისშია თანაგრძნობა, მორფიუმისა არ იყოს, ავადმყოფისათვის სიკეთე, წამალი, დამხმარე საშუალება; მაგრამ თუ დოზებბი ზუსტად არ დაიცავით და დროზე არ შეწყვიტეთ მიცემა, მომაკვდინებელ შხამად იქცევა. თავდაპირველად რამდენიმე ნემსი სასიკეთოდ მოქმედებს, აწყნარებს ავადმყოფს, ტკივილს უყუჩებს, მაგრამ საბედისწეროდ ორგანიზმს, სხეულს და სულს შეჩვევის საშინელი უნარი აქვს, როგორც ნერვული სისტმეა მოითხოვს სულ უფრო და უფრო მეტ მორფიუმს, ასევე გრძნობასაც სულ უფრო და უფრო მეტი თანაგრძნობა სჭირდება და ბოლოს იმაზე მეტი, რამდენის მიცემაც შეიძლება.

ერთხელაც არის და აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც ”არა” უნდა უთხრა და არ ინაღვლიდე, თუ ამ უკანასკნელი უარის გამოისობით, უფრო შეწუხდებიან, უფრო შეგიძულებენ, ვიდრე სულ რომ არ დახმარებოდი.  დიახ, თანაგრძნობის სადავე მაგრად უნდა გეჭიროთ ხელში, თორემ ბევრად უფრო მეტ ვნებას მოიტანს, ვიდრე გულგრილობა. ”

1946-film-of-Beware-of-Pi-007

”ორნაირი თანაგრძნობა არსებობს . ერთია სულმოკლე და სენტიმენტალური; იგი არსებითად სხვა არა არის რა , თუ არა მოუთმენლობა გულისა, რომელიც ისწრაფვის რაც შეიზლება მალე გათავისუფლდეს სხვისი უბედურებით მოგვრილი სიმძიმილისაგან. ეს თანაგრძნობა კი არა, სხვისი უბედურებისაგან ინსტიქტური თავდაცვაა. მეორეა ჭეშმარიტი, არასენტიმენტალური თანაგრძნობა, რომელშიც იცის რაც სურს და მზად არის უტეხი თანადგომითა და თანაგრძნობით ყველაფერს გაუძლოს, ვიდრე სასოება წაერთმეოდეს და თვით მას შემდეგაც კი. მხოლოდ თუ მზადა ხარ ბოლომდე მიჰყვე, უკიდურეს სავალალო აღსასრულამდე, თუ უდიდესი მოთმინება შეგწევს, მაშინ შეგიძლია ადამიანს ნამდვილად დაეხმარო. მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარ თავს მსხვერპლად სწირავ, მხოლოდ მაშინ !”

” ყველა უკუღმართობაში, რაც ქვეყნად ხდება, ბოროტება და შეუბრალებლობა კი არ არის დამნაშავე, არამედ თითქმის მუდამ სისუსტეს მიუძღვის ბრალი. ”

” სიყვარული, რანაირადაც არ უნდა გამოვლინდეს იგი, თუნდაც ყველაზე სასაცილო და აბსურდული ფორმითაც კი, ადამინის წერაა და გულგრილობა უკვე დანაშაულია მის მიმართ. ”

” არავითარი დანაშაული არ შეიძლება დავიწყებას იეცეს, ვიდრე მის გამო სინდისი გქენჯნის.”

” სულ სხვანაირად მიაბიჯებს ადამიანი, როცა იცის, რომ თან სიხარული მიაქვს.”

” ”მამაკაცსა და ქალს შორის, რომელმაც ამ მამაკაცს ერთხელ უკვე გადაუშალა თავისი გული, ატმოსფერო მუდამ გავარვარებული, საიდუმლოებით მოცული და სახიფათოა.  შეყვარებულებს რაღაც ბუნებრივი ალღო აქვთ, რომლითაც უტყუარად იცნობენ სატრფოს ჭეშმარიტ გრძნობებს. ხოლო ვინაიდან სიყვარული, თავისი შინაგანი კანონების მიხედვით, მარად უსაზღვროებას ესრაფვის, ყველაფერი ჩვეულებრივი, ყოველივე ზომიერი მისთვის საძულველია და აუტანელი. ”

001fb1b3_medium”მარტოოდენ განუზომელი, თვალშეუმდგარი რამ გვაფრთხოვს და პირიქით, ყოველივე განსაზღვრული, ყოველივე შემოფარგლული მოგვიწოდებს გამოცდა დავიჭიროთ და ჩვენი ძალის საწყაოდ იქცევა. ”

” საკუთარი თავის გარდა ადამიანი ყველაფერს შეიძლება გაექცეს.”

” ადამიანი მხოლოდ მაშინ ავლენს თავის შესაძლებლობებს, როდესაც თავს ლაღარ გრძნობს.”

” გაცილებით მნიშვნელოვანი და გონივრულია იყო მდიდარი, ვიდრე მდიდარი ეგონოთ.”

” ადამიანი მხოლოდ მტვრის ნამსხვრევია და მის ნება-სურვილს ანგარიშს არავინ უწევს.”

”ჯანმრთელებმა, ძლიერებმა, ამაყებმა, მხიარულებმა არ იციან სიყვარული- ან კი რაში სჭირდებათ იგი? სიყვარულს ისინი ქედმაღლურად და გულგრილად იღებენ, როგორც დამსახურებულ თაყვანისცემას, თითქოს სხვებს ევალებოდეთ მათი ტრფიალი . მათთვის სხვისი გრძნობა, თუნდაც ის სხვა მთელ თავის მეობას აქსოვდეს შიგ, უბრალო დანამატი, თმაში გარჭობილი სამკაულია, მკლავზე წამოცმული სამაჯურია და არა მთელი ცხოვრების აზრი და ბედნიერება.”

16 Comments leave one →
  1. April 21, 2013 8:48 am

    cvaigi❤ vgijdebi ise miyavrs

  2. July 13, 2013 8:23 pm

    მიყვარს ცვაიგი❤ სამწუხაროდ მაშინ როცა ეს რომანი წავიკითხე არ მომეწონა და რაღაც აბსურდულად მეჩვენა კიდეც. მაგრამ რამდენიმე თვის წინ მივხვდი და მივიღე. გენიალური მწერალია, არაჩვეულებრივი ნოველისტი, ბრწყინვალედ წერს ყველაფერზე, იქნება ეს ლეგენდა, ისტორიული მინიატურები, ნოველები, რომანი, ისტორიული რომანი და სხვ.❤❤

    • July 14, 2013 11:15 am

      ნადმვიალდ არაჩვეულებრივად წერს ცვაიგი❤❤

  3. თეკლა permalink
    September 10, 2013 5:02 pm

    ცვაიგი ნამდვილად არაცჰვეულებრივად წერს. როცა მოთხრობა მოუთმენლობა გულისა წავიკითხე ბევრი ვიტირე. ის შენს გულში გწვდება. ამიტომ მე მას გენიალურ მწერლად მივიჩნევ

    • თეკლა permalink
      September 10, 2013 7:41 pm

      ცვაიგი ნამდვილად არაცჰვეულებრივად წერს. როცა მოთხრობა მოუთმენლობა გულისა წავიკითხე ვიტირე. ის შენს გულში გწვდება. ამიტომ მე მას გენიალურ მწერლად მივიჩნევ

  4. ანა permalink
    October 12, 2013 9:44 pm

    გული მომიკლა !

  5. February 10, 2014 5:12 pm

    ეს არის წიგნი რომელიც 10 საათში წავიკითხე და შთაბეჭდილება ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება….

  6. ketta permalink
    August 3, 2014 4:14 pm

    filmisad sheidzleba vnaxo xom ver metkvit? madloba winaswaar :*

  7. nino permalink
    October 3, 2014 9:55 pm

    ძალიან იმოქმედა
    ,ერთერთი საუკეთესოა ჩემთვის .

  8. tamari permalink
    November 21, 2014 10:04 pm

    თუ დაგაინტერესებთ და გიყვართ შტეფან ცვაიგის ნაწარმოებები შეგიძლიათ მოუსმინოთ, ძალიან საინტერესოა :https://www.youtube.com/watch?v=AzpsHvmEY0Y

  9. tamari permalink
    November 21, 2014 10:22 pm

    ეს მეორე ,, ქუჩა მთვარის შუქზე:

  10. tamari permalink
    November 21, 2014 10:22 pm

  11. August 12, 2015 7:26 am

    გუშინ მივიღე ეს წიგნი საჩუქრად.
    ხოდა, პოსტის წაკითხვამ თაროზე მისი შემოდება გადამაფიქრებინა, ისევ ჩანთაში დავტოვებ და წინდაუკან ხეტიალისას ვიკითხავ ხოლმე.

  12. December 6, 2015 6:40 pm

    ოთხჯერ მაქვს წაკითხული ეს რომანი❤ გენიალურია და ცვაიგის ყველა ნოველა არანაკლები❤

  13. September 16, 2016 8:15 am

    არც ისე ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული მაგრამ ცვაიგის უცნობი ქალის წერილს ვერ შემიცვლის ვერცერთი ნაწარმოები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: