Skip to content

ვილაპარაკოთ ქართულად !

June 24, 2013

rrrrr

პრობლემის განსაზღვრა: ქართულ ენაში მატულობს უცხო ქვეყნიდან შემოსული ჟარგონები, ბარბარიზმები. ]

პროექტის მიზანი: ახალგაზრდებს გაუჩნდეთ მოტივაცია ისაუბრონ გამართული ქართულით.

პროექტის დეტალური აღწერა:  სამოქმედო გეგმის პირველ ეტაპზე ჩავატარეთ ანონიმური გამოკითხვა სკოლის მოსწავლეებს შორის, რისი საშუალებითაც შევიქმენით წარმოდგენა, თუ რამდენად ხშირად გამოიყენებენ მოსწავლეები ჟრგონებსა და ბარბარიზმებს ყოველდღიური ურთიერთობებისას. პასუხებზე დაფუძნებით შევადგინეთ თვისობრივი დიაგრამები და სტატისტიკური ცხრილები; მოვიპოვეთ ინფორმაცია ქართული ენის წარმოშობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

პროექტის კვლევითი ნაწილი

 

 კითხვარი

* რამდენად ხშირად იყენებთ მოცემულ სიტყვებს?

Picture3-png

* ამართლებთ თუ არა ქართულ ენაში ჟარგონებისა და ბარბარიზმებისაგან?

                                    ა) დიახ    ბ) არა

 

* ეცდები თუ არა შენს გარემოში დაიცვა ქართული ენა ჟარგონებისა და ბარბარიზმებისაგან?

                                     ა) დიახ      ბ) არა

სულ გამოიკითხა 112 მოსწავლე :

* 19 მეხუთეკლასელი

* 20 მეშვიდეკლასელი

* 27 მეცხრეკლასელი

* 20 მეათეკლასელი

* 26 მეთერთმეტეკლასელი

მთლიანად 112 მოსწავლის გამოკითხვით მიღებული შედეგები  შემდეგნაირია:

 

Picture4-png

* ამართლებთ თუ არა ქართულ ენაში ჟარგონებისა და ბარბარიზმებისაგან?

Picture5-png

* ეცდები თუ არა შენს გარემოში დაიცვა ქართული ენა ჟარგონებისა და ბარბარიზმებისაგან?

Picture6-png

ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იყო სოციალური ქსელის მეშვეობით კომუნიკაცია დაგვემყარებინა ჩვენს პროექტში მონაწილე ბავშვებსა და დაინტერესებულ პირებთან. გადავიღეთ,როგორც სამუშაო პროცესი,აგრეთვე ღონისძიების მსვლელობა.

 

ჰგგგგგ

182205_520595334667267_929457227_n

969564_521769274549873_128817534_n

248028_520584158001718_1076112217_n

გარდა ამისა  შემოქმედებითი იერსახე მივეცით პროექტს:ბავშვებმა დაამზადეს ლოზუნგები, ღონისძიების დასაწყისში რამდენიმე პატარა სცენა იქნა გათამაშებული, რომლის საშუალებითაც უკეთ დავანახეთ მაყურებელს არსებული რეალობა; 

487558_586562221376950_545130650_n

ლუკ

922783_586562138043625_504354928_n

922880_586562188043620_121060528_n

972225_586561941376978_422206836_n

მონაწილეების მიერ დაწერილი ლექსები:

სკოლის ფანჯრიდან  (თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში) 

ხელდაბჯენილი აკაკის მკლავზე

ილია დუმს და წარსულს თვალს ავლებს,

უძლებენ რამდენ უმეცარ მზერას,

აკაკიც დუმს და თავისთვის ღელავს.

წარსულის ხმები სდევნიან გამზირს, 

მგოსნებთან ერთად ცხოვრება გადის,

დროც კი ქედს იხრის, იჩოქებს მათ წინ,

გულში მარხავენ სიმწარეს განცდილს.

სისიხლის ღვრა, მტრობა, დაღვრილი ცრემლი,

აჩრდილი სკოლის კედლებსაც დევნის,

ყველა გამვლელი არ არის ღირსი

თუნდაც ქვადქცეულ მგოსნების ხილვის. 

ჩავლა მათ გვერდით – ეს არის ძალა,

გულში დალოცვა ყოველი დილის,

ყველა გამვლელი ღირსია განა

ერქვას ილიას, აკაკის შვილი ?! 

                                     თათია კობერიძე

***

შენ საქართველოვ, დიდების მთაო, 

ძველი ფესვები საითკენ მიდის, 

ო, საქართველო, სიწმინდის ზღვაო,

ნუთუ ქართველი ამ მიწას ყიდის?!

ცრემლი არ შრება დაღლილ თვალებზე,

უფლამდე ბევრი გვრჩება სავალი,

ჩემო მამულო, შენს მწვერვალებზე,

მინდა მზე ვიყო ამომავალი.

სად არის სხვაგან მტკვარი, რიონი,

აქ ერთხელ იყო ილიას ხანა,

აქ ერთელ იყო გალაკტიონი,

სხვა საქართველოს იპოვი განა?!

                                                             

                                              სალომე დადეშქელიანი

ჩვენი უმთავრესი მიზანია პროექტი განვითარდეს და ღონისძიებამ  ერთჯერადი სახე არ მიიღოს.

 პროექტის ხელმძღვანელები: ნატო კეკელია, ნინო ბერაძე

პროექტზე მუშაობდნენ: მარიამ ორჟონია, თათია კობერიძე, შოთა ფიფია, ქეთა ჩხეიძე, შაკო ფანოზიშვილი, ნიკა მოსიაშვილი, ანა პატარაია, ნიკა კვარაცხელია, თამარ დარციმელია, ლიკა დავლიანიძე, ანი არაბაშვილი, ლუკა მჭედლიძე, ვატო ღუდუშაური, ნიკა წერეთელი, თათა ავალიშვილი, ნინჩო ფალავანდიშვილი, გიორგი შარტავა, ლექსო ონიანი, დავით ბორჩაშვილი, სალომე დადეშქელიანი, ლიზი ჩაფიჩაძე, ლევან ბუთხაშვილი,ნატალი სეხნიაშვილი…

5 Comments leave one →
  1. June 24, 2013 1:35 pm

    სკოლიდან იწყება ყველაფრის სწორად სწავლა თუ არსწავლა. სკოლამ უნდა მიხედოს… რა თქმა უნდა ქართულად არ ისაუბრებს ბავშვი, როდესაც ქართულად საუბრისთვის საჭირო ელემენტს არ ასწავლიან სკოლაში, “ქართულ ენას” :)))

    • June 24, 2013 2:29 pm

      მართალი ხარ. თუ ორივე მხრიდან დაინტერესება იქნება,რომ მომავალმა თაობამ სწორი ქართულით ისაუბროს, ალბათ შედეგს მივაღწევთ.🙂

      • June 24, 2013 2:32 pm

        ხო თორე ახლა მე რომ ვიტანჯები გრამატიკაში, მთლად ჩემი ბრალიც არაა 😀

  2. June 26, 2013 3:30 pm

    ჟარგონებით ლაპარაკი მაინცდამაინც მე თუ მკითხავთ მარტო სკოლიდან არ გამომდინარეობს… მე პირადად ერთხელ თუ შევეჩვევი რამე სიტყვას მერე რამდენმა მასწავლებელმაც არ უნდა მისწოროს მე თუ არ მინდა ვერ გადამაჩვევენ…
    ყველაფერი საერთოდ კონკრეტულ პიროვნებაზეა… სტოლს და ფეჩს არც მე ვამბობ, მაგრამ ჩატი, მეილი,მაუსი, თუნდაც ფაილი ჩემი ყოველდღიური სალაპარაკო ლექსიკონის შემადგენელი სიტყვებია და არა მგონია გადავეჩვიო… ყველაფერი კომპიუტერიდან მოდისო ტყუილად კი არ ამბობენ მშობლები😀😀

    • June 26, 2013 5:51 pm

      მონდომებაა მთავარი, მონდომება და გადავეჩვევით ყველა. თვითკონტროლია აუცილებელი. ;დ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: