Skip to content

სასამართლოს ატრიბუტიკა

June 24, 2013

2645_4b4d984de2792

პოსტებს გადავხედე და სამარცხვინო რეალობის წინაშე აღმოვჩნდი – ჩემს ბლოგზე ბევრი არაფერი მოიპოვება იურიდიულის შესახებ. ხოდა გთავაზობთ მცირე ინფორმაციას ჩემი საყვარელი წიგნიდან.❤

მართლმსაჯულებას აქვს თავისი სიმბოლო – თემიდა. ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, მოსამართლეს თვალებახვეული თემიდის (თემიდოს) სახით გამოსახავენ. მას ცალ ხელში უჭირავს სასწორი, ხოლო მეორეში – მახვილი. მართლმსაჯულების ეს სიმბოლო მთელ მსოფლიოში ერთნაირად იშიფრება- ”თანაბარი მართლმსაჯულება ყველასათვის კანონის შესაბამისად. ” ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთს, სამართლიანობის ნიშნად, თვალები რიდით აქვს ახვეული. თითქმის ყველა სასამართლოს შენობას სიმბოლურად ამშვენებს თემიდას გამოსახულება. 149478888

მართლმსაჯულება აღესრულება სასამართლოში, კონკრეტულად კი სხდომათა დარბაზში, რომელიც გარკვეული წესით არის დაყოფილი – დარბაზიდან მარცხნივ ბრალმდებელი, ანუ პროკურორი ზის, ხოლო მარჯვნივ, განსასჯელთან ახლოს- ადვოკატი. მხარეებს შორის, შემაღლებულ ადგილას, იერარქიული უპირატესობის ნიშნად, დგას მოსამართლის მაგიდა. მაგიდაზე მართლმსაჯულების ერთ-ერთი სიმბოლო –ჩაქუჩი დევს.

sasamartloყყყყ

ჩაქუჩი უძველესი დროიდან უმაღლესი საერო პირის- მეფის ბრძანების აღსრულების სიმბოლოდ გამოიყენებოდა. დღეს კი ეს ატრიბუტი მოსამართლის სიძლიერისა და განაჩენის აღსრულების სიმბოლოა.

გარდა ჩაქუჩისა, მოსამართლის ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტია მანტია.  მანტიით შემოსილი მოსამართლის მიერ პროცესის ჩატარება სასამართლო ხელისუფლების ღირსების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა, რომელიც იმავდროულად მიუთითებს მოსამართლისა და პროცესის დანარჩენ მონაწილეებს შორის გარკვეული დისტანციის არსებობაზე.

63715607_judge_321455c

ძველ რომში მანტიას ძირითადად მსაჯულები და საეკლესიო პირები იყენებდნენ. მისი არსი იმაში გამოიხატებოდა, რომ უმკლავებო, მიწამდე დაშვებულ მოსასხამს მთლიანად უდნა დაეფარა პიროვნების შინაგანი განცდები კონკრეტული ფაქტისადმი.

მიუხედავად იმისა, რომ მართლმსაჯულების აღსრულებისას მანტია უძველესი დროიდან გამოიყენებოდა, საბჭოთა პერიოდში ამ ატრიბუტიკამ ფუნქცია დაკარგა. მოსამართლეები სამოქალაქო ფორმით ატარებდნენ პროცესებს. მეოცე საუკუნის მიწურულს, 1998 წლის 7 აგვისტოს, გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება, ”მოსამართლეთა განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის – მანტიის დამტკიცების შესახებ” და მას შემდეგ საქართველოში მოსამართლე მანტიამოსხმული გამოდის სასამართლო დარბაზში.

საქართველოში სხვადასხვა ინსტანციების მოსამართლეები სხვადასხვა ფერის მანტიებით არიან შემოსილი.

პირველი ინსტანციის ანუ რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე შინდისფერი მანტიით არის შემოსილი.

მეორე, ანუ სააპელაციო ინსტანციაში საქმეს სამი მოსამართლე განიხილავს, რომლებიც მწვანე ფერის მანტიით არიან შემოსილები.

საკასაციო, ანუ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები შავი ფერის მანტიით გამოირჩევიან.

საქართველოში სასამართლო პროცესებზე მანტიით მხოლოდ მოსამართლეები იმოსებიან. უცხოეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, პროცესის მონაწილე მხარეებისთვის სპეციალური ფორმა ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

წყარო: ”ბავშვი და სამართალი”

2 Comments leave one →
  1. June 24, 2013 8:38 am

    მგონი პირიქითაა თემიდას ფართოდ გახელილი თვალები აქვს, მის რომაულ ანალოგს იუსტიციას კი ახვეული. მგონი.

    • June 27, 2013 10:29 am

      მე პირიქით ვიცი. წიგნშიც მასე ეწერა, რომ თემიდას რიდით აქვს თვალები ახვეული🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: