Skip to content

”ჰარი პოტერი” – ბავშვობის ტკბილი მოგონება

June 27, 2013

largekk

დღეს უჩვეულო საქმიანობას მივყავი ხელი – ოთახში რაღაცები გადავაწყვე და დავალაგე. ტუმბოს ერთერთ უჯრაში კი ჩემი ძველი დღიური აღმოვაჩინე, რომელიც მთლიანად ჰარი პოტერს ეძვნებოდა. გამახსენდა როგორი  სიხარულით ვკითხულობდი ყოველ ზაფხულს ჰარი პოტერის უკვე მრავალჯერ წაკითხულსა და ნანახ ტომებს. გადავწყვიტე ის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ჩემს დღიურში ამოვიკითხე თქვენც გაგიზიაროთ. დარწმუნებული ვარ ჩემსავით ბევრს გიყვარდათ და გიყვართ ”ჰარი პოტერი”.

ჯოან როულინგი – ”ჰარი პოტერის” ავტორი

ჯოანი 1965 წლის 31 ივლისს დაიბადა, ინგლისში, ჩიპინგ სოტბერიში.  ბავშვობიდანვე უყვარდა ისტორიების მოყოლა. პირველი ზღაპარი 5-6 წლის ასაკში დაწერა. ეს იყო ამბავი კურდღელზე.  ბავშვობაში ჯოანმა ორჯერ შეიცვალა საცხორვებელი ადგილი: პირველად ეგვიპტეში გადავიდა, შემდეგ – ვინტერბურგში, სადაც ის დ ამისი პატარა დაიკო  თამაშობდნენ ბიჭუნასთან, რომელიც გვარად პოტერი გახლდათ.  ჯოანი ყოველთვის ამბობდა, რომ ეს გვარი მას ძალიან მოსწონდა, რადგან მეგობრები ხშრიად დასცინოდნენ თავისი გვარის გამო, იგი კეგლს(თამაშს) ჰგავსო.

jhl

როცა ჯოანი 9 წლის იყო, ოჯახი კვლავ გადაბარგდა, ამჯერად ტატშილში, რომელიც ჩეპსტოუს მახლობლად მდებარეობდა. ჯოანი წყნარი, ჭორფლიანი, ახლომხედველი და საშინლად არასპორტული იყო. მეგორებს ყოველთვის უყვებოდა ისტორიებს, სადაც ისინი გმირობებს ჩადიოდნენ, რაც, რა თქმა უნდა, რეალურ დროში არ ხდებოდა. 

სკოლის დამთავრებისთანავე ჯოანი ექსტერის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ფრანგული ენის ფაკულტეტზე, რასაც მისი მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჯოანისგან მშვენიერი მდივანი დადგებოდა. 1991 წელს 26 წლის ასაკში, იგი პორტუგალიაში იქაურ ჟურნალისტს შეხვდა და ცოლად გაჰყვა. მათი ქალიშვილი, ჯესიკა, 1993 წელს დაიბადა. განქორწინების შემდეგ როულინგი თავის გოგონასთან ერთად შოტლანდიაში, ედინბურგში გადავიდა საცხოვრებლად, უმცროს დასთან ახლოს. როულინგმა ”ჰარი პოტერის” პირველი წიგნის დამთავრება მაშინ გადაწყვიტა, როცა ფრანგულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. იგი სანამ ჯესიკას ეძინა, კაფეში წერდა.

შოტლანდიის კულტურის სამინისტრომ ჯოანს თანხა გამოუყო, ასე რომ, ავტორმა 1998 წელს დაამთავრა ”ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი”, რომელიც დიდ ბრიტანეთსი 1998 წლის ივლისში გამოვია, აშშ-ში კი -199 წლის სექტემბერში. 1999წელს ”ჰარი პოტერის” სამივე წიგნმა პირველი პოზიციები დაიკავა ”ნიუ-იორკ ტაიმსის” გამოკითვებში.

largeiii

2000 წლის გაზაფხულზე პირველი სამი წიგნი 35 ენაზე ითარგმნა და მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ბიუჯეტმა 480 მილიონი დოლარი შეადგინა. 2000 წლის ივლისში ”ჰარი პოტერის და ცეცხლოვანი თასის” პირველი ტირაჟი 5,3 მილიონი იყო. მას მოგვიანებით 1,8 მილიონი ეგზემპლარი დაამატეს.

პირველი წიგნის კინოვერსია 2001 წლის ნოემბერში გამოვიდა. ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი კრის კოლამბუსია. ( მას ეკუთვნის ”მარტო სახლში” და ”მისის დაუტფაირი”).

”ჰარი პოტერზე მაშინ დავიწყე წერა, როდესაც ძალიან ცუდად ვიყავი და საჭირო იყო ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. ეს რომ არა, გავგიჟებოდი. ” – განაცხადა როულინგმა. 

ნამდვილი ჯადოქარი ”ჰარი პოტერიდან”

largepp

ჯ.კ.როულინგის ”ჰარი პოტერი” ჯადოქრობის, ალქიმიისა და მაგიის სამყაროა. განსაკუთრებული ყურადღება კი ალქიმიკოსებსა და მათ უცნაურ ცდებზეა მიპყრობილი.  ” ჰარი პოტერის” მიხედვით ალბუს დამბლდორმა- ჰოგვორტსის ჯადოქრების სკოლის დირექტორობა მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ ალქიმია ნიკოლას ფლამელთან შეისწავლა. როულინგის ”ჰარი პოტერში”, როგორც დამბლდორი, ისე ჰარი პოტერი და ჰოგვორტსის სხვა სტუდენტები გამოგონილი პერსონაჟებიარიან.

სახელგანთქმული ჰოგვორტსის შექმნამდე 600 წლით ადრე კი ერთი ალქიმიკოსი ირწმუნებოდა, რომ ფილოსოფიური ქვის საიდუმლო აღმოაჩინა და უკვდავიც კი გახდა. ეს ნიკოლას ფლამელი გახლდათ. იგი რეალური პიროვნება იყო, ალქიმიაშიც იყო დახელოვნებული და მარადიული სიცოცხლის ელექსირის გამოგონებასაც ცდილობდა. ის კი არა, ზოგიერთებს დღესაც ცოცხალი ჰგონიათ. ამბობენ, რომ როდესაც როულინგმა ”ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” დაწერა ფლემელი 665 წლის იყო.

Flamel

ახდენილი სიზმარი

ნიკოლას ფლამელი პარიზში წიგნების მაღაზიაში მუშაობდა. მართალია, ვაჭრობის საქმე კარგად არ მისდიოდა, მაგრამ წიგნების კითვის შესაძლებლობა ჰქონდა. ეს კი ცხოვრებაში ყველაზე მეტად აინტერესებდა.  საინტერესო წიგნებს იწერდა და მათ ილუსტრაციებსაც უკეთებდა. ერთ ღამეს უცნაური სიზმარი ნახა: თითქოს რაღაც არსება გამოეცხადა, რომელმაც ულამაზესი ტყავგადაკრული წიგნი უჩვენა, რომელის სპილენძის ყდაში იყო ჩასმული და უთრა: ”ნიკოლას, დახედე ამ წიგნს, პირველი წაკიტვისას ვერაფერს გაიგებ, ვერც შენ და ვერც ბევრი სხვა, მაგრამ ერთ დღეს მიხვდები იმას, რასაც სხვები ვერ ხვდებიან.”

სულ მალე სიზმარი აუცხადდა. ერთ დღეს მაღაზიაში მარტო იყო. უცნობმა მას ძველი წიგნი შესთავაზა. უთრა, რომ ამ წიგნს მხოლოდ იმიტომ ელეოდა, რომ ფული ძალიან სჭირდებოდა. ფლამელმა დახედა და გაშრა-  ეს სწორედ ის წიგნი იყო, რომელიც მას დაესიზმრა და მაშინვე ორ ფლორინად იყიდა. სპილენძის ყდაზე დიაგრამები და ნიშნები იყო ამოკვეთილი. რამდენიმე ფრაზა ბერძულს მიამსგავსა. წიგნს ფურცლებიც უჩვეულო ჰქონდა, პერგამენტისა კი არა თითქოს ხის იყო. ფლამელს სიზმარი ცხადად ახსოვდა დ აიტუიციამ უკარნახა, რომ ეს ჩვეულებრივი წიგნი არ იყო, მარგამ ევრაფერი გაუგო. წიგნში მრავალი სიმბოლო იყო, რომელთაც იმხანად ალქიმიკოსები იყინებდბე. მის არსში ჩაწვდომას ფლამელმა 21 წელი მოანდომა .

მთარგმნელის ძიება

ძველ ებრაულზე დაწერილი წიგნის სათარგმნად ფლამელმა ებრაელის დახმარება განიზრახა, მაგრამ საფრანგეთში ებრაელებს დევნიდნენ, ამიტომ წიგნის რამდენიმე გვერდი გადმოწერა და მათ საძებნელად ესპანეთში გაემგზავრა. მოგზაურობა წარუმატებელი აღმოჩნდა. სრულიად შემთხვევით იგი ლიონში მცხოვრებ ასაკოვან ებრაელს წარუდგინეს. მან ფლემელს რამდენიმე ფურცელი უთარგმნა. გახარებულმა ფლამელმა პარიზში დაბრუნება განიზრახა, რომ მტელი წიგნი მასთან ერთად ეთარგმნა, მაგრამ ეს ოცნებად დარჩა. პარიზში ებრაელებს არ უშვებდნენ. მაშინ წამოსაღებად გაემგზავრა, მარგამ მთარგმნელს ცოცხალს ვერ მიუსწრო.

ფილოსოფიური ქვა

ფლამელმა რამდენიმე გვერდის დახმარებით, გაჭირვებით გაშიფრა მთელი წიგნი, რასაც დიდი დრო მოანდომა. იგი ძველებურ მაღაზიაში მუშაობდა, მაგრამ მთლიანად შეიცვალა, სულ სხვა ადამიანი გახდა, მხიარული და ხალისიანი. ამბობდნენ, რომ მან ალქიმიკოსების დიდი ხნის ოცნება აასრულა დ ანებისმიერი ლითონის ოქროდ და ვერცხლად ქცევის საიდუმლოს მიაგნო. ეს ყველაფერი ფილოსოფიური ქვის დახმარებით გააკეთა. არავინ იცის, ცდებს სად და როგორ ატარებდა, ან ატარებდა თუ არა. ფაქტი ის არის, რომ წიგნების ღარიბი გამყიდველი ფლემელი გამდიდრდა. მან ღარიბებს სახლები და საავადმყოფოები აუენა. ეკლესიებისთვის დიდ შესაწირს იღებდა. რატომღაც ფული თვითონ არ გამოუყენებია, მთლიანად ქველმოქმედებას მოახმარა.

გარდაიცვალა თუ არა ფლემელი

” ჰარი პოტერში” ბოროტი ლორდი ვოლდემორი უკვდავების მისაღწევად ფილოსოფიურ ქვას ეძებს. ფილოსოფიური ქვა ის ფხვნილია, რომლითაც ოქრო მიიღება და ამავე დროს მარადიული სიცოცხლის ელექსირიც, რომელცი ადამიანს უკვდავს ხდის ან ათასი წლის სიცოცხლეს ანიჭებს. ამბობენ, რომ ნიკოლას ფლამელმა ორივე შეძლო. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით იგი 85 წლის გარდაიცვალა. იმხანად ეს სერიოზული ასაკი იყო, რომელსაც ერთეულები აღწევდნენ. მას შემდეგ მისი სახლი ბევრჯერ გაჩხირკეს, სასწაულმოქმედ ფილოსოფიურ ქვას ეძებდნენ, მაგრამ ევრაფერი იპოვეს. ზემოთხსენეული იდუმალი წიგნიც უკვალოდ გაქრა.

ლუი მეცამეტის მეფობისას გაირკვა, რომ ის წიგნი მემკვიდრეობით ფლამელის ნათესავს, ვინმე დუბოის ერგო. მასვე დარჩა ფილოსოფიური ქვის მცირედი ფხვნილიც. იმასც ამბობენ, თითქოს მან მეფის თანდასწრებით რკინის ოქროდ გადაქცევა შეძლო. ამ ამბის გახმაურების შემდეგ ფილოსოფიურმა ქვა, ყოვლისშემძლე კარდინალ რიშელიეს ყურადღებაც მიიქცია. მან გადაწყვიტა, ქვის მოქმედება თვითონვე გამოეცადა. დუბოის მცირეოდეი ფხვნილი კი ჰქონდა, მაგრამ წიგნის წაკითვა არ შეეძლო, ამიტომ ფლამელის საიდუმლოებები ვერ გაიგო. ბოლოს ის წიგნი კარდინალმა რიშელიემ მიისაკუთრა და ლაბორატორიაც მოაწყო. იქ მალე ცდები დაიწყო, მაგრამ ვერც ოქრო მიიღო და ვერც უკვდავება.

საფრანგეთის შემდგომმა მეფემ არქეოლოგი პოლ ლუკასი საიდუმლო მისიით ექსპედიციაში გაგზავნა. თურქეთის ერთ ქალაქში ლუკასი მოხუც ფილოსოფოსს გადააწყდა. მან უთხრა, რომ ფილოსოფიური ქვის საიდუმლო მხოლოდ ერთმა ბრძენმა იცოდა, მაგრამ არავის უმხელდა. მან ასეული კი არა, ათასი წელიც კი იცოცხლა. მოხუცმა მას იდუმალ წიგნზე უამბო. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომიგი ირწმუნებოდა , ფლამელი და მისი ცოლი ცოცხლები არიან, ინდოეთსი ცხოვრობენ და მათი დასაფლავების ცერემონია თაღლითობა იყოო.

პარიზის ბიბლიოთეკაში დღემდე ინახება ნიკოლას ფლამელის ხელით გადაწერილი წიგნები. არქივში კი შემონახულია მისი ანდერძი და ცნობები ქორწინებისა და საქველმოქმედო საქმიანობების შესახებ.

4 Comments leave one →
  1. June 27, 2013 11:50 am

    მეეც უზომოდ მიყვარს HP ♥♥
    საინტერესო ინფორმაცია იყო ნიკოლას ფლამეზლზე ^_^ didn’t know😀

  2. June 27, 2013 1:32 pm

    ჰარი❤
    ფლამელზე ვიცოდი :)) მგოსანი ბიდლის ზღაპრებზეა საუბარი.. წიგნში წავიკითხე რომ ნიკოლას ფლამელმა იყიდა ვიღაცისგან წიგნი, რომლის ხდაც ძვირფასი ქვებით იყო სავსეო და ეს წიგნი ბიდლის ზღაპრებიააოო :დ

    • June 27, 2013 1:36 pm

      მე ვაპირებ მგოსანი ბიდლის ზღაპრები ვიყიდო. ქართულადაც არის მგონი გამოცემული❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: