Skip to content

წერის პროცესი

July 28, 2013

BeFunky_1001869_647982855230624_150310600_n.jpg

საზოგადოდ გავრცელებული აზრის თანახმად, თვით გამოცდილი მწერლის მიერ დაწერილ თხზულებებს სჭირდება რედაქტირება; რედაქტირებამდე კი ხშირად ერთხელ, ორჯერ და საჭიროებისამებრ ათჯერ გადაწერაც. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნაწარმოებმა დასრულებული სახე მიიღო და გამოსაქვეყნებლად მზადაა.

რადგან პოსტის სათაურშივე  უდიდესი ამბიცია გამოვხატე და ჩემ მიერ პერიოდულად დღიურში ჩანახატებისა და ლექსების ჩაჯღაბვნას წერა ვუწოდე, ალბათ არც ის დაგაფრთხობთ, თუ ჩემს აზრს წერის პროცესთან დაკავშირებით  სრული გულახდილობით გადმოვცემ.  ყოველთვის იმ პოეტებისა და მწერლების შემოქმედებას უფრო ვაფასებდი, რომელთათვის მთავარ ღირებულებას საკუთარი ემოციების დაუფარავად გადმოცემა წარმოადგენდა და იმაზე არ იყო ორიენტირებული დაუბეჭდავდნენ თუ არა სტატიას ცნობილ ჟურნალ–გაზეთებში ან რამხელა ტირაჟით გამოიცემოდა მისი წიგნები.

წერა თავისუფლებაა.  წერის პროცესი კი – უდიდესი სიამოვნება. საერთოდ ასე არ არის? ადამიანი ყველაზე ბედნიერად გრძნობს თავს,როცა სრულიად თავისუფალია, ცხოვრობს ისე, როგორც უნდა და ნებისმიერ საკითხში არჩევანის უფლება აქვს.

ჩვენ გავართულეთ ყველაფერი, თორემ წერის გარეშეც ვიგრძნობდით თავისუფლებას. ყველა ადამიანი ეგოისტია: ზოგი ზედმეტად, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ თითოეულისათვის მთავარი პირადი კეთილდღეობაა ხშირად. ხალხის აზრით კი პირად კეთილდღეობას დღევანდელობაში ისე ვერ მიაღწევ, თუ საზოგადოების აზრის არსებობას სრულიად გამორიცხავ და საკუთარი პრინციპებითა და ღირებულებებით იცხოვრებ.

ჩვენვე დავაყენეთ საკუთარი ცხოვრება დილემის წინაშე. გზა ორია: რთული და მარტივი. რთული გზის არჩევას უდიდესი სიმამაცე სჭირდება. სიმამაცე ჩვეულებაა, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობითა და თვითკონტროლით გამომუშავდება მარტივად.     ყველაფრის გულწრფელად წერაც სიმამაცეა.

როცა წერ თითქოს ახალ სამყაროს ქმნი. შენზეა დამოკიდებული თითოეული პერსონაჟის ბედი, მის გარშემო არსებული გარემო. შენ განაგებ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღბს, ვინ რა შეცდომას დაუშვებს.  ნამდვილი მწერალი ის კი არ არის, ფანტაზიის უნარი რომ გააჩნია და ახალ–ახალ ამბებს მარტივად იგონებს ხოლმე. არა ! მწერალი ის ადამიანია, რომელიც თითოეულ პერსონაჟში საკუთარ თავს ან ნაცნობ პიროვნებას ხედავს. იმაზე ხომ უკეთ დაწერ ადამიანი, რაც გადაგხდენია, რაც გინახავს ან გიგრძვნია, მაგრამ არავისთვის მიგიცია უფლება დაენახა.

წერის პროცესში მწერალი ბოლომდე იხსნება, პირდაპირ ან ქვეტექსტების საშუალებით ასახავს იმ აზრებს, რომლის არსებობას ადრე საკუთარ თავსაც კი უმალავდა.  თუ გინდა ადამიანი ბოლომდე ამოიცნო  წერის პროცესში უნდა ადევნო თვალი, მის თითოეულ ემოციას უნდა დააკვირდე, ოღონდ ისე, რომ მან ვერ შეგნიშნოს.

ზოგადად ასეა, მარტოობაში უკეთ ვხვდებით ვინ ვართ და უკეთ ვიაზრებთ, რა დანიშნულება გვაკისრია. საკუთარ თავთან იშვიათად თამაშობს ადამიანი. ალბათ ეს არის მიზეზი მისდამი ფარული სიძულვილით რომ ევსება ხოლმე გული მარტოობისას. მაშინ ახსენდება ყოველი შეცდომა, განსაკუთრებით მაშინ გრძნობს აწმყოთი უკმაყოფილებას და მომავლისადმი ერთგვარი შიში ეუფლება. აი, ზუსტად ამ დროს იღებს იგი ფურცელს და კალამს, იწყებს წერას, რადგან მარტივია შენი აზრების გამზიარებლად ფურცელი, დღიური დაიგულო – უსულო საგანი, რომელიც არასდროს გაგკიცხავს, მხოლოდ მოგისმენს. ))

4 Comments leave one →
  1. პოვეტი არის permalink
    January 24, 2014 11:21 am

    )))

  2. June 16, 2014 5:18 pm

    საკუთარ თავთან იშვიათად თამაშობს ადამიანი. < ამაში ვერ დაგეთანხმები.. ჩემი აზრით, ადამიანი გულწრფელად სიხარულსა თუ უბედურებას მხოლოდ მცირედი დროის განმავლობაში განიცდის, დანარჩენი მოქმედებები კი უფრო მეტად ტენდენდენციურია, ვიდრე ჩვენეული.. ვიცით, რომ ვთამაშიბთ, მაგრამ თამაშსკვლავ ხელაღებით, გვინდა, რომ დავამთავროთ ეს სულელური მასკარადი, მაგრამ წრეში მოქცეულები ვეღარ გამოვდივართ..

    • June 16, 2014 5:22 pm

      საკუთარ თავთან თამაშში ის ვიგულისხმე, რომ, მართალია, ხშირად გვიჩნდება სურვილი საკუთარი თავი მოვიტყუოთ, რაცგან ზოგჯერ უბრალოდ სხვანაირი არსებობა შეუძლებელია, მაგრამ რამდენადაც კარგად არ უნდა გამოგვდიოდეს საკუთარი თავი დავაჯეროთ რაღაცებში, სინამდვილეში ჩვენს თავს ჩვენზე უკეთ არავინ არ იცნობს. ქვეცნობირში იმასაც ვხვდებით, რომ თავს ვიტყუებთ და თამაში საკუთარ თავთან მართალია გვინდა, თუმცა ვერ გამოგვდის.

      • June 16, 2014 5:29 pm

        დაგეთანხმები, რომ ყველაზე უკეთ ჩვენვე ვიცნობთ საკუთარ თავებს, მაგრამ საქმე იმაშია, თუ რამდენად ვთამაშობთ ემოციებით საკუთარ თავთან.. ეს ყოველივე კი ხანდახან ისე გვიტაცებს, რომ რეალობას ვწყდებით.. ტენდენციურობას კი ქმნის წაკითხული წიგნები, ნანახი ფილმები, ცხოვრებაში დანახული კერძო შემთხვევები და ა.შ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: