Skip to content

შტეფან ცვაიგი – ”უცნობი ქალის წერილი”

August 17, 2013

BeFunky_imoiiiiiiges (3)

 უკვე მერამდენედ წავიკითხე ”უცნობი ქალის წერილი”.  ალბათ ზოგადად ასეა, ის წიგნები, ნოველები, მოთხრობები და ლექსები უფრო გვიზიდავს ადამიანებს, რომლებშიც საკუთარ თავს ვპოულობთ.  არ ვიცი თქვენ რადმენად აღმოაჩენთ საკუთარ თავს  ამ  ნაწარმოებში, თუმცა იმაში კი ნამდვილად დარწმუნდებით, თუ რამდენად კარგად იცნობდა შტეფან ცვაიგი ქალის ფსიქოლოგიას. და ვინ იცის, იქნებ ბევრ რამეს მიგახვედროთ კიდეც.

გთავაზობთ ამონარიდებს ნაწარმოებიდან:

‘’ ჩემმა სიტყვებმა არ შეგაშინოს: მკვდარს არაფერი სჭირდება- არც სიყვარული, არც სიბრალული, არც დამშვიდება. მხოლოდ ერთსა გთხოვ – დაიჯერე ყოველივე,რასაც შენდამი ლტოლვით გახელებული გული ჩემი გაუწყებს. დაიჯერე ყოველივე,  მხოლოდ ამას გემუდარები.’’

”ამქვეყნად განა რამე შეედრება ჩრდილში მიყუჟული ბავშვის იდუმალ, გამოუცნობ სიყვარულს! ეს სიყვარული ისეთი უიმედო და უანგარო, ისეთი მორჩილი, გაფაციცებული და მგზნებარეა, როგორიც არ შეიძლება იყოს მოზრდილი ქალის საწადელს აყოლილი, მაგრამ ამასთანავე  თუნდაც არაცნობიერად, მაგრამ მაინც მისი გრძნობის გაზიარების მომთხოვნი სიყვარული. მხოლოდ მარტოსულ ბავშვს შეუძლია მთლიანად ჩაიმარხოს გულში ვნება. სხვები ფლანგავენ მას, როცა ცდილობენ თავიანთი განცდები სხვას გაუზიარონ, ყბედობით იჩლუნგებენ გრძნობას. მათ ხომ ბევრი სმენიათ და წაუკითავთ სიყვარულზე, კარგად იციან, რომ სიყვარული ყველას ხვედრია; ისინი თამაშობენ ამ სიყვარულით, საკვეხნად გაუხდიათ, როგორც ბიჭებს პირველი სიგარეტი.”

BeFunky_l_ff4d4e9ee0884edeaeb3a3fdcb08f411.jpg

‘’ყველაფერი , რაც ჩემში იზრდებოდა და იფურჩქნებოდა, გცნობდა მხოლოდ შენ, სწამდა მოლოდ შენზე ოცნება.’’

 ”ვიცი, რასაც ვამბობ, ეს ყოველივე გროტესკული გადაჭარბებაა, ბავშვური სისულელეა. კლდემამოსილება მოითხოვს მრცხვენოდეს ამისა, მაგრამ მე არ მრცხვენია. ჩემი სიყვარული შენდამი არასოდეს ყოფილა ასე წმინდა და მხურვალე, როგორც იმხანად, ბავშვურ ოცნებათა წლებში.”

 

BeFunky_images (1).jpg

,, – ისიც, ვინც მე მიყვარდა, ხშირად მიემგზავრებოდა ხოლმე.

მოგზაურობიდან ხომ ბრუნდებიან.
დიახ ბრუნდებიან. – მაგრამ ყველაფერს ივიწყებენ ხოლმე .
კარგს არ ივიწყებენ და არც შენ დაგივიწყებენ. “

 

,,ერთ ცალს ხომ არ მაჩუქებდი ამ თეთრი ვარდებიდანი
დიდი სიამოვნებით.
შეიძლება ეს ვარდები ქალმა გისახსოვრა, რომელსაც უყვარხარი
შეიძლება. მე არ ვიცი. ვიღაცამ გამომიგზავნა, მაგრამ ვინ წარმოდგენა არ მაქვს. ამიტომ მიყვარს ისინი,
შეიძლება ეს ვარდები იმ ქალისგანაა რომელიც დაივიწყე.
გაკვირვებული მომაშტერდი. შენს მზერას გავუძელი. ,, მიცანი, ახლა მაინც მიცანი’’.

,,  იმდენი ვიოცნებე, რომ, თუ შეიძლება ასე ითქვას ოცნება გავცვითე, კიდეც.”

BeFunky_images (2).jpg

”სიკვილი აღარ მიმძიმს, რადგან შენ ამას შორიდან გრძნობ. ჩემს სიკვდილს შენთვის ტკივილი რომ მოეყენებინა, ალბათ სიკვდილსაც ვერ შევძლებდი. ”

,,ამ ერთ წუთში შეიძლება ჩემ შესახებ იმაზე მეტი გაიგო, ვიდრე შენ მთელი ცხორების განმავლობაში. ყველა, ყველა მანებივრებდა, ყველა კეთილი იყო ჩემდამი, მხოლოდ შენ დამივიწყე, მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ ერთმა ვერ შეძელი ჩემი ცნობა.”

‘’ახლა შენ იცი, არა, მხოლოდ ხვდები, როგორ ძლიერ მყვარებიხარმაგრამ ეს სიყვარული ტვირთად არ დაგწოლია. არ მომისაკლისებდა ეს მამშვიდებს. არაფერი არ შეიცვლება შენს ლამაზ, ნათელ ცხოვრებაში. ჩემი სიკვდილით ჩირქს არ მოგცხებ . ეს, მხოლოდ ეს მამშვიდებს, ჩემო საყვარელო!’’

,,მწერალი შეკრთა: მოეჩვენა, თითქოს უეცრად კარი ფართოდ გაიღო და მის წყნარ ოთახში სხვა სამყაროდან სუსხიანმა ქარმა დაბერა. მან იგრძნო სუნთქვა სიკვდილისა და უკვდავი სუნთქვა სიყვარულისა. მის სულში რაღაცამ გაანათა. მწერლის წინ აღიმართა ქალის უსხეულო ხატება და იმ ქალზე ფიქრმა შეიპყრო, როგორც შორეულმა მუსიკამ.’’

4 Comments leave one →
  1. August 20, 2013 11:01 am

    ძალიან კარგიააა ^_^

  2. October 6, 2013 7:28 pm

    მადლობა მარი:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: