Skip to content

ადამიანებზე დაკვირვების შედეგი ( თავი პირველი)

November 8, 2013

original

არასოდეს ვყოფილვარ ზედმეტად დაკვირვებული და არასოდეს მიცდია დაკვირვება მეწარმოებინა პატარ-პატარა დეტალებზე, რომლებიც თითქოს არც არაფერს მოგვცემენ ხელჩასაჭიდს, თუმცა დრომ და  მცირედმა გამოცდილებამ სრულიად საპირისპირო აზრამდე მიმიყვანა.

 ნუთუ შეუძლებელია სხვის სულიერ ცხოვრებაზე სხვის განცდებზე არა მარტო თვითონ განმცდელმა, არამედ მკვლევარმა ფსიქოლოგმაც მოახდინოს საჭირო დაკვირვებანი და ამ გზით თავისი კვლევის ახალი მასალების წყარო გაიჩინოს? ნუთუ სხვისი ფსიქიკა სავსებით დაკეტილია ჩვენთვის, სანამ სუბიექტი არ მოისურვებს. თავის სულიერი ცხოვრების საიდუმლოებაში თვითონ ჩაგვახედინოს?
ჩვეულებრივი დაკვირვებიდან ვიცით, რომ, საბედნიეროდ, ეს ასე არაა. სხვისი სულიერი ცხოვრება მიუწვდომელ ცხრაკლიტულს როდი წარმოადგენს. ჩვენ ხშირად მშვენივრად ვიცით, თუ როგორია ჩვენი მოსაუბრის სულიერი განწყობილება, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ იგი ამის შესახებ არავითარ ცნობებს არ გვაწვდის, ზოგი ინდივიდი იმდენად შორსმწვდომი ფსიქოლოგიური ალღოთია და ჯილდოებული, რომ მას ზოგჯერ თვით იდუმალ ზრახვებსაც ვერ გამოაპარებ. დიპლომატისა და რომანისტის ნიჭი ბევრის მხრივ ამ ფსიქოლოგიურ ალღოზეა დამოკიდებული. – დიმიტრი უზნაძემ აღწერა ასე.

მას შემდეგ,რაც მის ნაშრომებს გავეცანი, გამიჩნდა აზრი – მეც მეწარმოებინა მცირედი დაკვირვება ადამიანებზე და თითოეული მათი საქციელი და ჩემი ამ საქციელისადმი შეფასება ერთ დღიურში მომეთავსებინა. თავდაპირველად არც მიფიქრია, თუ ამ ჩანაწერებს ოდესმე გამოვაქვეყნებდი ან თუ ოდემსე მივცემდი ვინმეს საშუალებას წაეკითხა, რადგან ვიცი, უხერხული განცდაა, როცა ვიღაც გამუდმებით გაკვირდება და სურს,რომ ბოლომდე ”შეგისწავლოს”.

თავდაპირველად საკუთარ თავზე დავიწყე დაკვირვება, რადგან თვითდაკვირვებას ფსიქოლოგიაში საკმაოდ დიდი როლი უჭირავს. საკუთარი თავი  ძალიან დიდი მასალაა, რომლის გამოყენება შემდგომში სხვათა მიმართებაშიც შეგვიძლია.  ამან მიმახვედრა, რომ  ის რაღაცები, რასაც ყოველდღიურად ყურადღებას არც ვაქცევთ, ნელ-ნელა ილექება ჩვენს მეხსიერებაში და თითოეული მოგონება ერთობლივად ქმნის ადამიანის ფსიქიკას. ყოველი მოგონება და განცდა ერთმანეთზე ჯაჭვივითაა გადაბმული და ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის აღსაქმელად საჭიროა მისი ყველა მნიშვნელოვანი მოგონება ნათლად ვიცოდეთ.  სწორედ ამ გარემობის გამო, რაც უფრო რთული აღსაქმელია ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა სხვებისთვის და რაც უფრო დიდი გამოცდილება აქვს მას,  მით უფრო უკეთ შეუძლია გაითავისოს სხვა ადამიანების განცდათა კომპლექსი.

თვითდაკვირვებამ მასწავლა:

  • ადამიანი შემთხვევით არაფერს აკეთებს. შეიძლება გააზრებული არ ჰქონდეს საკუთარი საქციელი, თუმცა ამ შემთვევაში იგი ან ინსტიქტებით მოქმედებს, ან ე.წ. გულის კარნახით.  ყოველთვის, როცა რაღაც პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი, გონებაში  ფარული სიგნალები გვეგზავნება და მათ საფუძველზე ვაკეთებთ დასკვნებს.
  •   განწყობის ცვლილებას ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ქმედითუნარიანობაზე.
  •  პრინციპები ხშირად ერთგვარი თავშესაფარია, რომელსაც ამოეფარება ხოლმე ადამიანი, რადგან  ცვლილებები (თუნდაც უკეთესობისაკენ) აშინებს. ადამიანების უმეტესობის ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც აქვს სურვილი სტაბილურობის განცდა ჰქონდეს.
  •  ყველაფერის საკუთარ თავზე დაბრალებაც და პრობლემების გამუდმებით საკუთარ თავში ძიებაც ერთგავრი თავშესაფარია. ხანდახან ეს ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც ჩავჭიდებთ ხოლმე და ამ გზით ვცდილობთ ავხსნათ ამა თუ იმ ადამიანის ქცევა და ჩვენდამი დამოკიდებულებაც.

როცა საკუთარ თავზე დაკვირვებების შედეგად გარკვეული გამოცდილება მივიღე,  სხვა ადამიანებს მივაშურე. რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შემდგომი დაკვირვებები მხოლოდ ერთი ადამიანისაკენ იყო მიმართული, რასაც  პირადი მიზნები ჰქონდა – ბუნებრივია, გინდება გაიგო მეტი და მეტი ადამიანზე, რომელიც  გაინტერესებს.

პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია იყო შემდეგი: მასში ორ სხვადასხვა მხარეს ვხედავდი ყოველთვის, ორ ურთიერთსაპირისპირო მხარეს, რომლებიც ხშირად ერთმანეთს ეჯახება და სრულიად სხვა კონტექსტში გადაჰყავს ვითარება.    ერთი შეხედვით, იგი ერთი, სხვებისგან   თითქოს არაფრით გამორჩეული ადამიანია, რომლის ცხოვრება უფრო მეტად რუტინულ საქმიანობას ჰგავს, ვიდრე საიდუმლოებებით მოცულ საინტერესო ყოფას.  პირადად მე მისთვის პირველივე დღეს დიდი ყურადღება არც მიმიქცევია,  თუმცა გავიდა დრო და მივხვდი, რომ უბრალოება და ამ უბრალოების მიღმა არსებული საინტერესო მხარე ყველაზე მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელია ადამიანის ხასიათში.

მასში თითქოს გამუდმებით არის დაპირისპირება საკუთარ პიროვნებასა და იმ არარსებულ ადამიანთან, რომელიც სურს, რომ თავად იყოს; ვერ ხვდება, რომ სრულებით არ არის საშიში იყო განსხვავებული და არ ჰგავდე სხვებს.  პირიქით – საშიშია იყო ისეთი, როგორიც ყველაა.
თუმცა კი მის რომანტიკულ ქმედებებთან შეხება არასოდეს მქონია, მაინც ვთვლი, რომ რომანტიკოსი ადამიანია. აი, ისეთი საყვარელი ადამიანის გამო, რომ ყველაფერს გააკეთებს. თუ უყვარხარ, უსასრულო ბედნიერებას გაგრძნობინებს ალბათ. მახსოვს ერთხელ, როგორ ვსაუბრობდით სიყვარულზე, ოცნებებზე და სხვა ჩემთვის ასე მნიშვნელოვან თემებზე. იცით რა მითხრა ? – მითხრა,რომ მისთვის ყველაზე მთავარია საყვარელი ადამიანი ჰყავდეს გვერდით.   სიყვარული თვით სიკვდილის შიშზეც კი ძლიერიაო – შექსპირს უთქვამს და ასეთი ადამიანი არ შეიძლება მშიშარა იყოს.

ადამიანებსა და საკუთარ თავზე დაკვირვებებმა დამატებით ერთ რამესაც მიმახვედრა –  უმეტესობას, მათ შორის ახლობელ ადამიანებსაც კი, შესაძლებლობა რომ მიეცეთ და ამას საჭიროება მოითხოვდეს, დაუფიქრებლად გაგვწირავენ და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოიქცევიან. ადამიანების უმეტესობაში პოტენციური მოღალატეა ჩასახლებული, რომელიც შესაძლოა არც არასოდეს გამოვლინდეს. რატომ? – ჩვენ თითქმის ყოველთვის და ხშირად გაუაზრებლადაც კი ვიქცევით ისე, რომ საზოგადოების ან კონკრეტული ადამიანის ნდობა, სიყვარული, პატივისცემა მოვიპოვოთ. ჩვენთვის აუტანელია იმაზე ფიქრიც კი, რომ ვინმე   პატივეს არ გვცემს, ვიღაც ჩვენზე საშინელებებს ფიქრობს, რადგან  ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული – ადამიანი წილადია, რომლის მრიცხველია ის, თუ რას ფიქრობენ ჩვენზე სხვები, მნიშვნელი კი  ის, თუ რას ვფიქრობთ საკუთარ თავზე. ადამიანს არ აქვს გარანტია იმისა, რომ მის მიერ ჩადენილი არასწორი საქციელი ბუნდოვანი დარჩება სამუდამოდ. მართალია, მეგობრისა და ადამიანების ღალატზე წამსვლელი  ბევრი არაფრით განსხვავდება   ცხოველისაგან, რომელსაც აზროვნებისა და განსჯის უნარი არ აქვს, თუმცა ისევ თვითგადარჩენის ინსტიქტი აიძულებს ასეთ ადამიანს თავი შეიკავოს არასწორი ქმედებისაგან, რადგან საკმარისია მისი ცოდვა გამჟღავნდეს, რომ ყველაფერი ერთბაშად, ერთი ხელის მოსმით, დაენგრევა. ადამიანი კი, თუ იგი ფსიქიკურად გაწონასწორებულია მსგავს მსხვერპლზე არასდროს წავა და არაფრის გამო გაწირავს საკუთარ თავსა და მის ირგვლივ არსებულ სტაბილურ გარემოს.

ამით განსხვავდება ”იგი” სხვა ადამიანებისაგან. მისთვის მთავარი მნიშვნელობა პირად გრძნობებს აქვს და სურვილებს და არა იმას, თუ რას ფიქრობენ მასზე სხვები. ის ნამდვილ მეგობარს არასოდეს უღალატებს   და ამ აზრს გონებაში არც დაუშვებს( ხაზს ვუსვამ ნამდვილს – ისეთს, ვის ერთგულებაშიც თავადაც არის დარწმუნებული). ზოგადად გონებაშივე ეყრება თითოეულ ცოდვას საფუძველი, რადგან როგორც კი ადამიანი დაუშვებს ცოდვის ჩადენას, ავტომატურად მისაღები ხდება ეს ფაქტი მისთვის.. და ჩემი აზრით, ასეთი ადამიანი დიდად არც განსხვავდება იმისაგან, რომელმაც შეძლო და გონებაში აღძრული ცოდვის ჩადენის სურვილი რეალობად აქცია.

მიუხედავად იმისა,  რომ  სრულიად უმიზეზოდ საკუთარ თავზე  კარგს ბევრს არაფერს ფიქრობს, მე ვიცი, მჯერა, რომ გულის სიღრმეში ყოველივეზე სათუთი და ამაღლებულია. მისი განსხვავებულობა ალბათ იმაშიც მდგომაროებს,რომ მის ირგვლივ ერთგვარი კონტრასტი იქმნება :   მიუხედავად  რომანტიკული ბუნებისა, მაინც საღად მოაზროვნე და რეალისტია; თითქმის არასოდეს კარგავს იმედს და  მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმე, რომლის მოგვარება ცივილიზებულად – საუბრით არ შეიძლება.

მე შეიძლება ბევრი ვისაუბრო მასზე, გავაკეთო დასკვნები და გარკევული დროის განმავლობაში ,შესაძლოა ,თითოეული ჩემ მიერ გაკეთებული დასკვნა მართალი მეგონოს, თუმცა გავა დრო და მისი ხასიათის ზოგად აღწერას ბევრი საინტერესო მხარე დაემატება.  ადამიანი ამოუცნობი არსებაა, მეტად ამოუცნობი, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა გიყვარს.🙂

3 Comments leave one →
  1. Ti_ko permalink
    November 9, 2013 8:44 am

    კიდევ დაწერე რა ასეთი პოსტები, ვგიჟდები ფსიქოლოგიაზე. ისე, ადამიანებზე დაკვირვება ხანდახან სახალისოცაა (განსაკუთრებით მაშინ, თუ გიყვარს) ბევრ რამეში შემიძლია დაგეთანხმო, მეც ვაკვირდები ხოლმე და რაღაც დასკვნები გამომაქვს🙂

    • November 9, 2013 5:32 pm

      აუცილებლად დავწერ მსგავსი ტიპის პოსტებს🙂❤

  2. მაგა რაიუელა permalink
    November 25, 2013 5:58 am

    უბრალოება და ამ უბრალოების მიღმა არსებული საინტერესო მხარე ყველაზე მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელია ადამიანის ხასიათში.
    ნამდვილად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: