Skip to content

ერიხ მარია რემარკი – “ტრიუმფალური თაღი”

December 25, 2013

tttttttttttttttttttttttttttttttttttttttqwwwwwwwwwwwwwალბათ მხოლოდ მე არ მახასიათებს ყოველ წიგნსა თუ მოთხრობაში საკუთარი თავისა და ჩემს ირგვლივ არსებული  მნიშვნელოვანი ადამიანების ძიება.  საუკეთესო წიგნი სწორედ ის არის, რომელიც ახლოსაა ჩვენთან, მკითხველებთან და აძლევს საშუალებას თითოეულ ადამიანს თავად განსაჯოს წიგნის ყოველი პერსონაჟი.  საუკეთესო წიგნი ალბათ ის არის, რომლის დახმარებითაც  იმდენად ნათლად წარმოვიდგენთ მასში მოთავსებულ თითოეულ დეტალს, რომ თავი მის ნაწილად წარმოგვიდგენია. ადამიანი იშვიათად სწავლობს სხვის შეცდომებზე. მისთვის ძირითადად ის უფრო მნიშვნელოვანი და დამაჯერებელია, რისი ნაწილიც თვითონ იყო და რასთანაც უშუალო შეხება ჰქონია თავად.   ერიხ მარია რემარკის ეს გენიალური ნაწარმოები კი არა მხოლოდ რავიკისა და ჟოანის სიყვარულის ისტორიას აღწერს, ან იმდროინდელი საფრანგეთის ვითარებას გვაცნობს, არამედ საშუალებას გვაძლევს თითოეულ პერსონაჟში ( ჩემს შემთხვევაში კი ორივე მთავარ გმირში – ჟოანსა და რავიკში) საკუთარი თავი ამოიცნოს და მიხვდეს თუ როგორია ჭეშმარიტი დამოკიდებულება სიყვარულზე, ცხოვრებაზე.

”ტრიუმფალური თაღის” წაკითხვის შემდეგ მივხვდი და გავიაზრე ის ყოველივე, რაც ალბათ მანამდეც ვიცოდი, თუმცა საჭირო ყურადღებას არასოდეს ვუთმობდი:

  • არავიზე და არაფერზე არ უნდა იყო დამოკიდებული , რადგან ვერასოდეს ვერავინ და ვერაფერი მოგცემს სრულ გარანტიას.
  • ბედნიერებისათვის სულაც არ არის საჭირო გქონდეს ლამაზი სახლი, დიდი გარდერობი და სხვა მეშჩანური ნივთები. ჭეშმარიტი ბედნიერება სულ სხვა რამეში გამოიხატება. 
  • სიყვარული ძალიან მერყევი ბედნიერების სახეა და მისი უეცარი აორთქლებაც ყველაზე დამანგრეველია ადამიანის პიროვნებისათვის. 
  • სამწუხაროდ, არსებობს რაღაცები, რისი გამოსწორებაც შეუძლებელია.
  • შესაძლოა, ადამიანი გიყვარდეს, გიყვარდეს მთელი არსებით, თუმცა მის გვერდით ყოფნა აღარ გსურდეს.
  • ვერავინ ვერავის ვერ დაკარგავს, რადგან არავინ არავის არ ეკუთვნის. 

გაეცანით ამონარიდებს წიგნიდან. იმედია თავადაც გაგიჩნდებათ მისი წაკითხვის სურვილი.❤

„რისთვის უნდა სცადოს ადამიანმა რაიმეს შენება, თუკი ყველაფერი უსათუოდ დაინგევა?  ჯობს, ისევ დინებას მიჰყვეს, ტყუილად არ გაფლანგოს ჯან-ღონე – ეს ხომ ერთადერთი რამ არის, რისი არდგენაც შეუძლებელია! შინარჩუნოს თავისი თავი იმ დრომდე, ვიდრე ხელახლა არ გამოჩნდება მიზანი. და რაც უფრო ნაკლებ ძალას დახარჯავს, მით უკეთესი იქნება, – მარაგად დარჩება. იმ საუკუნეში, როცა ყველაფერი ინგრევა, ჭიანჭველის შეუპოვრობით აშენო დარბაისლური ცხოვრება? იცოდა, რამდენმა განიცადა კრაზი ამ გზაზე! ეს იყო გულის ამაჩუყებელი, გმირული, სასაცილო.. და უსარგებლო. მხოლოდ არაქათს აცლიდა ყველას. შეუზლებელია მთიდან დაქანებული ზვავიზ შეჩერება. ყველას ჩაიტანს, ვინც ამას შეეცდება. ჯობს დავიცადოთ და მერე ცოცხალდ ჩამარხულები ამოვთხაროთ. გაქცევის დროსაც ასე ჯობს…“

„ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება, იაფია.“

„ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც.“

„მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს.“

„- თქვენ არ ჰგავხართ ადამიანს, თავს რომ ოცნებით ითრობს.

– დათრობა სიმართლითაც შეიძლება. ეს უფრო საშიშია.“

„ რავიკი შესცქეროდა ქალის ვიწრო, აღელვებულ სახეს, რომლისთვისაც ცნობილი იყო ბედნიერების მხოლოდ ყველაზე უფრო მერყევი ნაირსახეობა – სიყვარული.“

„ – თქვენ არ გიყვართ საკუთარ თავზე ლაპარაკი, ხომ მართალია?

– ფიქრიც კი არ მიყვარს საკუთარ თავზე.’’

„ იაფფასიანია მხოლოდ ის, რასაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ.“

„ ჩვენო! – გაიფიქრა. – რა უჩვეულო სიტყვაა, ქვეყნად ყველაზე უფრო იდუმალი.“

„როცა სვამდა, ეს ქალი მთლად თრობა იყო, როცა უყვარდა – მთლად სიყვარული, როცა სასო წარეკვეთებოდა – მთლად სასოწარკვეთილება და მთლიანად თავდავიწყება, როცა თავდავიწყებაში ვარებოდა.’’

„ ბედნიერება იწყება შენით და შენითვე თავდება.’’

„ – ერთი ვნახოთ, ისიც მითხრა, რომ გიყვარვარ.

–         მიყვარხარ.

–         შენ ხომ თითქმის არ მიცნობ.

–         მერე, რა საერთო აქვს ამას სიყვარულთან?

–         ბევრი რამ. გიყვარს – ეს ნიშნავს, მასთან ერთად დაბერება გინდა.

–         არ ვიცი. მაგრამ ამ ადამიანის გარეშე რომ ცხოვრება შეუძლებელია, ეს კი ვიცი.’’

„ -საიდან იცი ეს ყველაფერი? – იქიდან,რომ მიყვარხარ.
როგორ ექცევა ამ სიტყვასო, გაიფიქრა რავიკმა. სრულიად დაუფიქრებლად, თითქოს ცარიელი ჭურჭელი იყოს. რითაც სურს, იმით აავსებს და მერე სიყვარულს ეძახის. რით არ აუვსიათ ეს ჭურჭელი – მარტოობის შიშით, მეორე ‘’მეს’’ წინასწარი ტკბობით, საკუთარი ღირსების გადაჭარბებული გრძნობით. სინამდვილის მერყევი ანარეკლია ფანტაზიის სარკეში! მაგრამ ვინ შეძლო თვით საქმის არსის წვდომა?’’

z3381.indd

„ ორიდა ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა, რომელი რომელს დაასწრებს.’’

„ ესმით კი საერთოდ ადამიანებს ერთმანეთის? ამას მოსდევს ყველა გაუგებრობა ქვეყანაზე.’’

„როცა უკვე აღარაფერი არსებობს, უბედურება აღარ არის უბედურება. აღარაფერი რჩება, რომ შეადარო. რჩება მარტო უბედურება. შემდეგ ყველაფერი ჩაივლის და თანდათან გამოცოცხლდები.’’

„ ყოველ ადამიანს კი არ შეუძლია ისე განაგოს თავისი ცხოვრება, როგორც სახლი, რომელიც შეიძლება კაცმა სულ უფრო მეტი ფუფუნებით მოაწყოს მოგონებათა ავეჯით. ზოგი სიცოცხლეს ოტელებში ატარებს, სხვადასხვა ოტელში. წლები ისეთივე ხმაურით იხურება მის უკან, როგორც ნომრის კარი… და ერთადერთი, რაც გრჩება , ესაა ნამცეცი ვაჟკაცობა. სიბრალული არ რჩება.’’

„ ვინც მართლა დაღუპულია, ის არაფერს ამბობს.’’

„ – განა ცოტანი არიან ამქვეყნად ერთიმეორის მსგავსი ადამიანები? – დიახ, მაგრამ არიან ადაიანები,რომელნიც არასოდეს გვავიწყდებიან.’’

„ ცხოვრება თავისას სთავაზობდა, ის კი ხელს ჰკრავდა. და იმიტომ კი არა, რომ მეტისმეტად ცოტას სთავაზობდა, – პირიქით, მეტისმეტად ბევრს.’’

„ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი და ამაში ყველაფერია. ეს ყველაზე უფრო დაუჯერებელიცაა და ყველაზე უფრო უბრალო რამეც ქვეყანაზე.’’

„ უსიყვარულოდ ადამიანი იგივეა, რაც მიცვალებული შვებულებაში, რამდენიმე თარიღი, არაფრისმთქმელი სახელი, ეს არის და ეს. მაგრამ რა საჭიროა მაშინ სიცოცხლე? ასეთივე წარმატებით შეიძლება ადამიანი მოკვდეს…’’

„ ჩვენ არ ვიხოცებით. კვდება დრო, წყეული დრო. კვდება განუწყვეტლივ. ჩვენ კი ვცოცხლობთ, უცვლელად ვცოცხლობთ. როცა შენ იღვიძებ, გარეთ გაზაფხულია, როცა იძინებ – შემოდგომა, მათ შორის კი გაიკიაფებს ხოლმე ზამთარი და ზაფხული და, თუ ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ მარადიულნი და უკვდავნი ვართ, როგორც გულისცემა, ან წვიმა, ან ქარი, – და ეს ძალიან ბევრია. ჩვენ დღეებს ვიგებთ, ჩემო ძვირფასო, და წლებს ვკარგავთ. მაგრამ ვის რა ესაქმება ამასთან, ვის აღელვებს ეს? წამის სიხარული – აი, ცოხვრება ! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს.’’

„ ყველაზე უფრო დაუჯერებლი ამბავი ყველაზე უფრო ლოგიკური აღმოჩნდება ხოლმე.’’

„მთავარი ის კი არ არის, უფრო მდიდრულად იქნები მოწყობილი თუ ნაკლებად. მთავარია ის, რაზე ვფანტავთ ჩვენს ცხოვრებას.“

„მხოლოდ ყველზე უბრალო ნივთები არასოდეს გვიცრუებენ იმედს. ბედნიერება, როგორღაც, ძალიან უბრალოდ მოდის ხოლმე და მუდამ ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე კაცი ფიქრობს.’’

,, – დიახაც, რომ სისულელეა. მაგრამ ადამიანი ხომ სისულელეებით ცხოვრობს და კიდევ მკაცრი ფაქტებით! სხვაგვარად სიყვარულს რა დღე დაადგებოდა!  – რა შუაშია აქ სიყვარული? – ძალიანაც შუაშია. სწორედ აქ იჩენს თავს მონაცვლეობა. ასე რომ არ იყოს, მხოლოდ ერთხელ შევძლებდით სიყვარულს და სხვას ყველაფერს უარვყოფდით. ასე კი მიტოვებული ან მიმტოვებელი ადამიანის დარდი შარავანდედით მოსავს იმას, ვინც შემდეგ მოვიდა, და ერთის დაკარგვის შემდეგ თავისებური რომანტიკული იერით წარმოდგება ხოლმე ჩვენს წინაშე. თავის გადასარჩენად მოგონილი ძველი, წმინდა სიყვარული ტყუილია.’’

‘’ – სიყვარული – ეს არის, როცა ადამიანები ერთმანეთს ეკუთვნიან სამუდამოდ.

სამუდამოდო, გაიფიქრა რავიკმა, ძველი საბავშვო ზღაპარია. წუთი რაა, იმასაც კი ვერ შეაკავებ!’’

“დაეხმარე, თუ შეგიძლია… გააკეთე ყველაფერი, რაც შენს ხელთ არის… მაგრამ, როცა უკვე აღარაფრის გაკეთება შეგიძლია – დაივიწყე ! ზურგი აქციე ! გამაგრდი! შებრალება საპატიებელია მხოლოდ მშვიდობიანობის დროს, მაშინ კი არა, როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება. დამარხე მიცვალებული და კბილით ჩაეჭიდე ცხოვრებას! შენ ჯერ უნდა იცოცხლო და იცოცხლო. დარდი დარდად დარჩება, ფაქტები კი  ფაქტებად. თვალი გაუსწორე სიმართლეს, აღიარე სინამდვილე. ამით სულაც არ შეურაცხყოფ დაღუპულთა ხსოვნას. მხოლოდ ასე შეიძლება იცოცხლო.’’

„მხოლოდ წვრილმანები ხსნიან ყველაფერს, მნიშვნელოვანი ქცევები არაფერს ნიშნავს. მათში მეტად ბევრი რამ არის აღებული მელოდრამიდან, ცდუნებიდან, რომ ადამიანმა იცრუოს.’’

„ – უცნაური ამბავია. – თქვა კეტმა. – უნდა მიხაროდეს… მე კი არ მიხარია…

–         განშორების დროს ყოველთვის ასეა. მაშინაც კი, როცა სასოწრაკვეთილებას ემშვიდობები.’’

„ გინდა გაანადგურო ადამიანი იმის გამო, რომ გიყვარს? მოკლა იმის გამო, რომ მეტისმეტად გიყვარს?’’

„ ქალი სიყვარულისგან ფხიზლდება, კაცი კი ჭკუას კარგავს.’’

„ ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.’’

„ მძაგს სრულყოფილება! ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება“

„ ადამიანი არ არის დამნაშავე იმაში, რომ უყვარს.“

„ სიყვარული! რა არ აფარებს თავს ამ სახელს! ნაზი და საამოდ ტკბილი სხეულისაკენ მიდრეკილებაც და სულის უზენაესი აფორიაქებაც; უბრალო სურვილი ოჯახის შექმნისა და ძრწოლაც, ვინმე ახლობლის სიკვდილის შეტყობით განცდილი; შმაგი, ავხორცული ვნება და იაკობის შერკინება ღმერთთან. აი, მივდივარ, ფიქრობდა რავიკი, უკვე ორმოცს გადავცილდი, ბევრი რამ მისწავლია; დაურტყამთ, დავცემულვარ და ისევ წელში გავსწორებულვარ. ცხოვრების სიბრძნე შემიძენია; მრავალი წლის ფილტრში გატარებული, უფრო გამოწრთობილი, უფრო სკეპტიკური, უფრო მშვიდი გავხდი… არ მინდოდა სიყვარული, არ მწამდა, არ მეგონა, თუ ხელახლა მომევლინებოდა… მაგრამ მოვიდა და მთელი ჩემი გამოცდილება უსარგებლო გახადა. ცოდნა კი მხოლოდ ტკივილს მაყენებს. და რა იწვის გრძნობის ხანძარში უკეთ, ვიდრე ცინიზმი – საბედისწერო ჟამთა სიავის წლებში დამზადებული საწვავი?“

‘’ რა ხშირად გვეჩვენება სიმართლე დაუჯერებელი.’’

„როცა ადამიანს თითქმის აღარაფერი რჩება ცოხვრებაში, მცირესაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.“

„სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული.“

„ საამისოდ სიტყვა სიყვარული არ გამოდგება. არ კმარა, იმის გამოსახატავად რაც იყო. ეს მხოლოდ ერთი წვეთია მდინარისა, მხოლოდ ერთი ფოთოლი ხისა. ეს ბევრად უფრო დიდია…“

5 Comments leave one →
  1. Mariam permalink
    January 2, 2014 7:46 pm

    ელ-ვერსიის ლინკი თუ იცით დამიდეთ❤

    • January 2, 2014 10:48 pm

      http://www.mytopbook.org/?p=822
      აქედან შეგიძლია გადმოიწერო ინგლისურად, რუსულად და გერმანულად. ქართულად მგონი არსად არ დევს. არ შემხვედრია

      • Mariam permalink
        January 5, 2014 10:30 am

        ხო ეგ მეც ვნახე… ქართული მინდა მაგრამ ვერ ვიშოვე ვერსად😦

  2. Iplay permalink
    November 17, 2014 10:24 am
  3. Iplay permalink
    November 17, 2014 10:25 am

    pizza tqvenzea ))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: