Skip to content

მებრძოლთა კლუბი

January 16, 2015

bf6709be0ea63e17d7765e1ac52d06ee

    ჩაკ პალანიკის ყველაზე გამორჩეული რომანი „მებრძოლთა კლუბი“ არის ნაწარმოები, რომელიც აერთიენებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:  გარკვეული ინდივიდების დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, ხალხში არსებული პრობლემების სიმწვავე, სისტემა, რომელიც ხშირად უხეშად იჭრება ხალხის ცხოვრებაში. მებრძოლთა კლუბში არიან გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც, ვფიქრობ, თავდაპირველად იმიტომ მივიდნენ ამ სოციუმში გაწევრიანების აზრამდე, რომ ისინი მარტოობისაგან იტანჯებოდნენ. მათ ამგვარ ვითარებას კი საზოგადოება და მასში გამეფებული მოსაზრებები წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, ეს წიგნი თითქოს ერთგვარი პროტესტი და ამბოხია კონკრეტული ინდივიდებისა, საზოგადოებისა და არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. წიგნის მთავარი გმირი სწორედ ამგვარი განცდებით, მარტოსულობით იტანჯება, რაც მას დაბალი თვითშეფასებისაკენ უბიძგებს, რისი გამოძახილიც არის ის ფაქტი, რომ იგი ქმნის თავის ალტერ-ეგოს, განმასახიერებელს იმ ადამიანისა, რომელიც თავად სურდა  რომ ყოფილიყო, თუმცა  საზოგადოებისა და სხვა გარემო-პირობების გამო არასოდეს გამოსდიოდა.21ce26e8083fa43dc8ccf4de2a867eb1

წიგნის მთავარი გმირი, რომლის სახელიც უცნობია, მარტოობის განცდით, უძილობით და სხვა პრობლემებით იტანჯება. იგი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირი, რომელიც 90-იანი წლების ეპოქას ეკუთვნის და, შესაბამისად, მის ხასიათსა და ცხოვრებსადმი დამოკიდებულებაში მკაფიოდ იჭრება ის ასპექტები, რომლებიც დამახასიათებელი იყო იმ პერიოდისათვის.  ოთხმოცდაათიანი წლების ამერიკაში განსაკუთრებით მომრავლდა განწორწინებები და,შესაბამისად, იმატა ე.წ. უმამოდ გაზრდილ ბავშვებთა რიცხვმაც. წიგნის მთავარი გმირიც სწორედ ერთ-ერთი მათგანია. აშკარაა ის ფაქტი, რომ მასზე გარკვეულწილად გავლენას ახდენს ბავშვობის ერთგვარი ტრამვა, რომელიც ოჯახთან არის დაკავშირებული. მთავარი გმირი თითქოს ამერიკის იმდროინდელი საზოგადოების სახეა, რომლის თითოეულ წევრსაც აქვს შიში და კომპლექსი თვითგამორკვევისა.

ადამიანებს არ  ჰყავთ მეგობრები. სახელმწიფოში არსებულმა  კაპიტალისტურმა სისტემამ და ზოგადად ჩამოყალიბებულმა  მიდგომამ ამა თუ იმ საკითხის მიმართ საზოგადოება და მასში შემავალი ინდივიდები მიიყვანა იქამდე , რომ მათ გაუჩნდათ ერთჯერადობის განცდა. მთავარი გმირიც ამჩნევს, რომ თეფშები, ჭიქები ერთჯერადია. თვითმფრინავით ხშირად მგზავრობისას იგი ძალაუნებურად ამახვილებს საგნების ერთჯერადობაზე, რადგან სტიუარდესა სწორედ ერთჯერადი ჭიქებითა და სხვა საგნებით ემსახურება იქ მსხდომ ადამიანებს.   მისთვის ასევე გასაგები და ნათელი ხდება სამწუხარო ფაქტი, რომ არა მარტო ნივთები, არამედ ადამიანებიც ერთჯერადნი არიან, ურთიერთობები ერთჯერადი გახდა.

64293d93a79ec05dedfa72cf169bf423

თუნდაც თვითმფრინავში გაცნობილი ადამიანი მხოლოდ ერთჯერადი ურთიერთობისათვის არის განწირული, რადგან მას მეორედ აღარ შევხვდებით, არც გავესაუბრებით და ა.შ. ეს ყველაფერი კი, ვფიქრობ, გამოიწვია იმან, რომ ადამიანებმა, კაპიტალისტური რეჟიმიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ მაქსიმალურად შეემცირებინათ ერთგვარი დანახარჯები, გამოეყენებინათ ყველაფერი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში  და , სწორედ ამიტომ, თითქოს მინიმუმადე იქნა დაყვანილი ემოციური მხარე, რომელიც ამა თუ იმ თემას ახლავს  თან, თუმცა ეს სინამდვილეში მხოლოდ გარე ფასადი იყო, რადგან  წიგნში აშკარად ნათელია ის თუ როგორ იტანჯებიან ადამიანები და მათ შორის ჩვენი მთავარი გმირი და ასევე  მარლა სინგერი, რომელიც, მთავარი გმირის მსგავსად, დადის  შეკრებებზე, სადაც მომაკვდავი ადამიანები  გრძნობებს უაზიარებენ ერთმანეთს.  ისინი თითქოს ამ გზით ცდილობენ შეივსონ ის სიცარიელე და დანაკლისი, რომელსაც გამუდმებით განიცდიან, რაც, ბუნებრივია, თითქოს თავის მოტყუების  მცდელობაცაა, რომელიც ხანგრძლივად, ლოგიკურია, ვერ გასტანს და ასეც ხდება.  მარლა სინგერი და წიგნის მთავარი გმირი  ერთმანეთს, ვფიქრობ, ილუზიას უქმნიან იმისა, რომ ისინი ბოლომდე მარტონი არ არიან და მათ ცხოვრებაში არსებობს მათი მსგავსი ადამიანი, როგორც ჯორჯ გორდონ ბაირონი იტყოდა „ნათესავი მსგავსი შეგნებით“, რაც ხშირ შემთხვევაში ადამიანების უმრავლესობისათვის  საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

5cf6d6e1fb0907f4b34d2ce_5cff-post

წიგნის მთავარი გმირი, რომელიც უძილობისგან იტანჯება და ამა და სხვა პრობლემების გადაწყვეტას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ბოლოს მიდის იმ მდგომარეობამდე , რომ ქმნის ალტერ-ეგოს , სახელად ტაილერ დერდენს, რა არის დასაბამი იმ ამბოხისა, რომელსაც ჰქვია  ინდივიდების პროტესტი მომხმარებლური , მწარმოებლური საზოგადოებისა   და ქვეყანაში არსებული რეჟიმის მიმართ, იმ რეჟიმის მიმართ, რომელიც უბიძგებს ადამიანებს იფიქრონ, რომ მათ მიერ შეძენილი ნივთებისა და მატერიალური ფაქტორების გარეშე, ისინი ,ფატობრივად, არაფერს წარმოადგენენ  და არც არაფერი გააჩნიათ , ცხოვრებას  კარგავენ. სინამდვილეში კი ფაქტი ისაა, რომ ცხოვრება, მისი პირდაპირი და სწორი გაგებით, შეუძლებელია გარკვეულ ნივთებთან ასოცირდებოდეს.  წიგნში ამ სიტუაციის ნათელი მაგალითია ის გარემოება, როდესაც მთავარი გმირის სახლი ფეთქდება და იგი თითქოს კარგავს ყველაფერს, სპეციალურად შერჩეულ კარადას, ნივთებს, რომლითაც სახლი იყო სავსე და სწორედ ამ დროს მის გვერდით აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც, სხვათაგან განსხვავებით, არ არის ერთჯერადი- ტაილერ დერდენი.  სწორედ აქედან ეწყება დასაბამი მებრძოლთა კლუბს, რომელსაც ყველაზე უკეთ ეს ამონარიდი აღწერს:

fd8d678ae7a634df48f7035e51619ee7

”არსად ისეთი ცოცხალი არ ხარ, როგორც ”მებრძოლთა კლუბში”. აქ მხოლოდ შენ და შენი მეტოქე ხართ, სარდაფის ცენტრში ნათურის ქვეშ დგახართ სხვა მებრძოლებით გარშემორტყმული. ”მებრძოლთა კლუბში” გამარჯვებას ან მარცხს მნიშვნელობა არ აქვს. ”მებრძოლთა კლუბი” ცარიელი სიტყვები არაა. ხედავ პირველად მოსულ ტიპს, აშკარად ვიღაც უტრაკო ცინგლიანია. გადის ექვსი თვე და იგივე ტიპი ქვისგან გამოკვეთილი გგონია, უკვე აღარაფრის ეშინია და თავდაჯერებულია. ”მებრძოლთა კლუბშიც” ისმის ხმაური და ხვნეშა, როგორც სპორტდარბაზში, ოღონდ აქ გარეგნობაზე არავინ ზრუნავს. აქაც ისმის ისტერიული წამოძახილები, როგორც ეკლესიაში და, როცა კვირას შუადღით იღვიძებ, თავს გადარჩენილად გრძნობ.”

მებრძოლთა კლუბი უდიდესი ძალაა, რომელიც ებრძვის მწარმოებლურ, მომხმარებლურ საზოგადოებას. იგი  ადამიანებს აჩვევს შეეგუონ სიმართლეს, რადგან სწორედ ეს არის ერთადერთი რეალური მეთოდი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია აწმყოს შეცვლა, ილუზიები გამოსავალი არ შეიძლება იყოს.  იმისათვის, რომ ადამიანმა სცადოს მთავარი – იყოს უფრო მეტი,ვიდრე არის, აუცილებელია იგი იაზრებდეს სინამდვილეს, თვალს უსწორებდეს მას და, შესაბამისად, საღად აზროვნებდეს მისი შეცვლის ხერხებთან დაკავშირებით.

fad965ceda1b782741d98c0ac35eb0a0

„ყველა, ვინც გიყვარს, ოდესმე ზურგს გაქცევს ან

მოკვდება.

ყველაფერს, რასაც შექმნი დაივიწყებენ.

ყველაფერი, რითაც ამაყობ, სანაგვეზე აღმოჩნდება.“

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ  ჩაკ პანალიკის წიგნი „მებრძოლთა კლუბი“  თითქოს ერთგვარი გაფრთხილებაა ავტორისა საზოგადოების და ზოგადად ხალხის, მმართველი ხელისუფლების, გარკვეულ რეჟმთა დამფუძნებლებისა და მომხრეებისათვის, რომ ადამიანებს შეუძლიათ რადიკალურ ზომებს მიმართონ, თუკი ამას აუცილებლობა მოითხოვს და თუკი არსრბული რეჟიმი მათ თავს ახვევს ისეთ მკვდარ სტრუქტურებს, როგორც ეს წიგნში განხილულ შემთხვევაშია. ეს წიგნი გაფრთხილებაა იმისა, რომ ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი ძალა და მათ შეუძლიათ დადგნენ  საზოგადოებაში არსებულ ყველანაირ პრობლემაზე მაღლა – მათ შორის გულგრილობაზეც, რადგან მომხმარებულური, მწარმოებლური საზოგადოება და კაპიტალისტური წყობა პირველ რიგში სწორედ გულგრილობასთან ასოცირდება.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: