Skip to content

რეალიზმი, როგორც საზოგადოების მოქმედების მთავარი ბერკეტი – ანუ „ვმუშაობ, მაშასადამე ვარსებობ.“

May 18, 2015

მეცხრამეტე საუკუნეში რეალიზმის, როგორ ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი მიმდინარეობის გამოჩენამ,  საზოგადოების  და, ბუნებრივია, მისი წევრების, კონკრეტული ადამიანების მისწრაფებები რადიკალურად შეცვალა.  რომანტიზმის ეპოქა დასრულდა. ხალხმა უკვე გაითავისა ის ფაქტი, რომ წარმატებისაკენ მიმავალი გზა სწორედ მათ სურვილებსა და მისწრაფებებზე იყო დაფუძნებული და  რომ ერთი კონკრეტული, ყველასაგან გამორჩეული, ადამიანის მოლოდინში  დაკარგული დრო მეტად  ძვირფასი იყო და, შესაბამისად, იგი აუცილებლად რაციონალურად უნდა გამოეყენებინათ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ისინი ვერ შეძლებდნენ მიეღწიათ პროგრესისათვის და უარეს შემთხვევაში ვერც ე.წ. გადარჩენას შეძლებდნენ. ამის მიზეზი კი იქნებოდა ის, რომ  ოცნებებსა და უკეთეს მომავალზე ფიქრში გართულთ დაავიწყდებოდათ გაანალიზება იმ ფაქტორებისა, რომლებიც მათთვის  სანატრელ აწმყოსა და მომავალს განაპირობებდა.  რომანტიზმისაგან  განსხვავებით, რეალიზმის მიმდინარეობა უკვე ხაზს უსვამს საზოგადოების როლსა და დანიშნულებას, შესაბამისად, იგი ერთგვარი მოძღვრებაა , რომელიც თითოეულ ადამიანს მოუწოდებს, რომ უაზრო და არაფრის მომცემია  უბრალოდ მიზნები და რომ მთავარია საკუთარი მისწრაფებებისათვის ბრძოლა და რომ სწორედ ეს ბრძოლა განაპირობებს საზოგადოების განვითარებას. საზოგადოება კი, რეალიზმის მიმდინარეობის მიხედვით, ვითარდება არა ნახტომისებურად, როგორც ამას რომანტიზმის გმირები გამოხატავდნენ საკუთარი ფიქრებითა და სამყაროსადმი დამოკიდებულებით, არამედ  ეტაპობრივად, ანუ იგი განიცდის ევოლუციას და   განვითარების ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, არამედ  საზოგადოებას. მოკლედ რომ ვთქვათ, რეალიზმის მიმდინარეობის ამოსავალი წერტილი არის ხალხი, საზოგადოება  და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ამ მიმდინარეობის მხატვრული ნიმუშები ხშირ შემთხვევაში ხალხის მოქმედების მთავარ ბერკეტს, მასტიმულირებელ ეფექტს წარმოადგენდა.  ვფიქრობ, რეალიზმის ზოგადი მიმოხილვა ნათელყოფს იმას, თუ რამ განაპირობა რეალიზმის გამოჩენასთან ერთად ევროპის ქვეყნებში ახალი მსოფლმეხდველობისა და  მისწრაფებების ჩამოყალიბება.     რეალიზმის მხატვრები ისწრაფვოდნენ არა იმისაკენ, რომ საგნები, მოვლენები, ადამიანები იდეალურად გამოესახათ, არამედ მათ მთავარ ამოცანას  ყველაფრის რეალურად ასახვა წარმოადგენდა, რადგან, ბუნებრივია,  ვერც ერთი ილუზია ვერ იქნება განმაპირობებელი საზოგადოების ცვლილებისა და, შესაბამისად, პროგრესისაც.  მსგავსი ეფექტის მოხდენა, ვფიქრობ, მხოლოდ სიმართლის გააზრებასა და სწორად აღქმას შეუძლია.

ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარი, რომელმაც თავის შემოქმედებაში ნათლად ასახა  რეალიზმის ჩემ მიერ განხილული   მნიშვნელოვანი თავისებურებები, არის ფრანსუა მილე.  მისი შემოქმედების თემა დღესაც კი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, რადგან, ვფიქრობ, მეტად უცნაური და ამასთანავე ძალიან საინტერესოა.  მილეს შემოქმედების თემას წარმოადგენს სოფლის მძიმე შრომა – თემა, რომელიც ერთი შეხედვით  ალბათ არც ერთი ხელოვანისათვის არ იქნება საინტერესო, თუმცა სწორედ ამ საკითხის სიღრმისეული აღქმა და მნახველისათვის განსაკუთრებული ფორმით მიწოდება მხატვრის შემოქმედებას განსაკუთრებულ იერსახესა და ელფერს სძენს.

მილე წარმოშობით გლეხთა ფენიდან იყო და, შესაბამისად, იგი კარგად იცნობდა  უბრალო ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც, სინამდვილეში სრულებით არ არიან უბრალონი, რადგან თითოეულის მიღმა  ძალიან საინტერესო დეტალები იმალება,  თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტორს ჩვენ ხშირად ყურადღებას არც ვაქცევთ.    მილე ინტერესდებოდა ზოგჯერ მთესველის მედიდური ბუნებით,  ხანდახან მევენახის თითქოს ჩვეულებრივობით გაჟღენთილი ყოველდღიურობით, ფიჩხის კონებით დატვირთული გლეხი ქალებით,  საზოგადოებაში არსებული ადათებითა და ჩვეულებებით, რომლებიც, შესაძლოა, სხვებს უაზროაბდაც კი მოსჩვენებოდათ.

b8ba29305a58

მილეს ერთ-ერთი ცნობილი სურათი, რომელიც, ვფიქრობ, ყველაზე უკეთ ასახავს მის დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ, არის „ თავთავების შემგროვებელი ქალები“.  სურათზე გამოსახულნი არიან ღატაკი ქალები, რომლებიც მინდორში მოფენილ, დარჩენილ თავთავებს აგროვებენ. ქალების ფიგურები საკმაოდ რეალისტურად არის დახრილი, რაც მათ შრომისმოყვარეობაზე მიუთითებს და ასევე მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ისინი თითქოს ბედს შეურიგდნენ, აღარ ისწრაფვიან შეცვალონ არსებული ვითარება, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ამისი შესაძლებლობა არ გააჩნიათ.  ნახატის ზოგად ემოციას განსაკუთრებით აძლიერებს და ხაზს უსვამს ჩამქრალი ფერები, ერთგვარი მინიმალისტური და ლაკონური კომპოზიციები, ფორმების განზოგადება. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ფორმათა კონტურები არ არის გამოკვეთილი და ისინი თითქოს სათანადოდ  შექმნილ რბილ შუქჩრდილში იკარგება.  ჩემი აზრით,  მილეს ეს ნახატი შეგვიძლია გავიგოთ ისე, როგორც კრიტიკა ადამიანებისა, რომლებიც ბედს ურიგდებიან  და აღარ ისწრაფვიან  ვითარების შეცვლისაკენ.

ვფიქრობ, რეალიზმის იდეას ასევე ოსტატურად გამოხატავს  ფრანგი გრაფიკოსისა და ფერმწერის ონორე დომიეს კარიკატურები.  მხატვრის ნამუშევრები მთლიანად მოცულია სოციალური უსამართლობის კრიტიკით და მის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს ეძღვნება.  საბოლოო ჯამში დომიემ შექმნა დაახლოებით ოთხი ათასი კარიკატურა, რომელთა მთავარ დანიშნულებასაც  საზოგადოების ცხოვრებაში ერთგვარი რეზონასის შეტანა წარმოადგენდა. ვფიქრობ, განსაკუთრებით გამორჩეულია კარიკატურა, რომელიც მსუქან ლუი ფილიპეს ბურძუაზიელ მეფეს გამოსახავს, რომელსაც თავი მსხალს მიუგავს. დომიე ასევე გამოხატავას მედის რეაქციონერ მინისტრებს- მექრთამეებს,  რომლებიც გონებაჩლუნგნი არიან და მათ მამოძრავებელ ძალას მხოლოდ ანგარება წარმოადგენს.

4

დომიეს კარიკატურათა განზოგადება მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ იგი აზვიადებდა ერთი კონკრეტული  პიროვნების თვისებას, ყურადღებას ამახვილებდა მინშვნელოვან დეტალებზე, თუმცა ამას ახერხებდა ისე, რომ არ არღვევდა სახის რეალისტურობას.

დომიეს შემოქმედებაში ასევე მნიშვნელვოანი ადგილი უკავია მის ნამუშევარს „მრეცხავი“ , რომლის საშუალებითაც მხატვარმა შეძლო გადმოეცა დედობრივი მზრუნველობა, მშრომელი ადამიანის ბუნება – ის ორი უმნიშვნელოვანესი რამ, რომელიც, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი თემების მსგავსად, ხშირად რჩება ჩვენი ყურადღების მიღმა.  ვფიქრობ, დომიეს ეს ნამუშევარი ნათლად გამოხატავს იმ მთავარ იდეას, ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას, რომელიც მნიშვნელოვნად განასხვავებს რეალიზმს ხელოვნების სხვა მიმდინარეობებისაგან, განსაკუთრებით კი მისი წინამორბედი რომანტიზმისაგან. რომანტიზმის მთავარი იდეა „ვესწრაფვი, მაშასადამე ვარსებობ“ შეცვალა ამყაროს ახლებურმა წარმოდგენამ, რომელიც მოკლედ ასე შეგვიძლია გადმოვცეთ: „ვმუშაობ, მაშასადამე ვარსებობ.“

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: